"რეალის" ძირითადი შემადგენლობის ადგილისთვის დიდი კონკურენციაა. ამიტომ ის გარანტირებული ვერავის ექნება, მათ შორის, ბეილსაც.
ანჩელოტის კონკრეტული გეგმა აქვს ბეილთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
ანჩელოტის შეუძლია, ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციაზე გამოიყენოს. ბეილი "საუთჰემპტონში" მარცხენა მცველად თამაშობდა, "ტოტენჰემში" შეტევებში ერთვებოდა, ხოლო ბოლოსკენ ცენტრისკენ გადაიწია. საინტერესო იქნება მისთვის საუკეთესო პოზიციის შერჩევა.
ვნახოთ, როგორ წარიმართება ბეილის ვარჯიშები ამ კვირაში და ამაზე იქნება დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა უელსელი "ვილიარეალთან", - თქვა კლემენტომ.
მომზადებულია