ჟოზე მოურინიო: მესუთ იოზილი მსოფლიოში საუკეთესო "ათიანია"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველი მესუთ იოზილი, რომელიც "რეალმა" მოულოდნელად "არსენალს" მიჰყიდა, უნიკალურ ფეხბურთელად მოიხსენია.

მადრიდელებმა თავიანთი ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გაასხვისეს, რაშიც 50 მლნ ევრო მიიღეს. იოზილის "არსენალში" გადასვლამ მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა, მათ შორის, "რეალის" ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიოც, რომელმაც ზაფხულში "ჩელსი" ჩაიბარა.

"იოზილი უნიკალურია. არ არსებობს მისი ასლი, ცუდიც კი. ის საუკეთესო ათი ნომერია მსოფლიოში.

თამაშის თავისებური ხედვითა და გადაწყვეტილების მიღებით ის საქმეს ძალიან მეც მიიოლებდა და მოედანზე მყოფ თანაგუნდელებსაც. ის ყველას
უყვარს და მას ლუიშ ფიგუსა და ზინედინ ზიდანს ადარებენ",
- თქვა მოურინიომ "მარკასთან" ინტერვიუში.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ "მეთოფეებს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენტად მიიჩნევს:

"ჩვენ არ მივიღეთ "არსენალისგან" დემბა ბას თაობაზე წინადადება, რადგან იოზილის გადაბირებამ მეტოქე უკვე აქცია ჩემპიონობის პრეტენდენტად".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული