გასულ წელს მადრიდული კლუბი სპორტის ყველა სახეობაში პირველი იყო, რომელმაც შემოსავლების მხრივ 500-მილიონიან ზღვარს გადააბიჯა. მადრიდელთა სუფთა მოგებამ კი 36,9 მილიონი შეადგინა.
წელს "რეალი", სავარაუდოდ, შარშანდელ მიღწევას გაიმეორებს და კვლავ მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კლუბი იქნება - ეს მაჩვენებელი 1,3%-ითაა მომატებული და 520,9 მლნ ევროს შეადგენს.
მადრიდის "რეალის" ფინანსურ ანგარიშს ოფიციალურად 22 სექტემბერს, კლუბის აქციონერთა კრებაზე წარმოადგენენ.