მადრიდის "რეალმა" ბოლო წელიწადში 500 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა

AutoSharing Option
2012/13 წლების სეზონში მადრიდის "რეალის" შემოსავალმა 520,9 მილიონი ევრო შეადგინა, რაც სამეფო კლუბს კიდევ ერთხელ აქცევს მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან კლუბად.

გასულ წელს მადრიდული კლუბი სპორტის ყველა სახეობაში პირველი იყო, რომელმაც შემოსავლების მხრივ 500-მილიონიან ზღვარს გადააბიჯა. მადრიდელთა სუფთა მოგებამ კი 36,9 მილიონი შეადგინა.

წელს "რეალი", სავარაუდოდ, შარშანდელ მიღწევას გაიმეორებს და კვლავ მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კლუბი იქნება - ეს მაჩვენებელი 1,3%-ითაა მომატებული და 520,9 მლნ ევროს შეადგენს.

მადრიდის "რეალის" ფინანსურ ანგარიშს ოფიციალურად 22 სექტემბერს, კლუბის აქციონერთა კრებაზე წარმოადგენენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული