მადრიდის "რეალის" მესვეურებს ეშინიათ, გარეთ ბეილი ნაკრებიდან ტრავმირებული არ დაბრუნდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მესვეურები შეშფოთებულნი არიან უელსის ბანაკიდან გამოსული ინფორმაციის გამო.

გარეთ ბეილმა საზარდულის ტრავმის გამო მაკედონიასთან თამაში გამოტოვა, თუმცა ის არ გაუთავისუფლებიათ და ნაკრების მწვრთნელის, კრის კოულმენის განკარგულებაში რჩება.

"რეალის" ხელმძღვანელობას ყველაზე ნაკლებად ის უნდა, რომ 100 მილიონ ევროდ ძლივს ნაყიდი ფეხბურთელი ვალდებებასის ბაზაზე ტრავმირებული დაბრუნდეს.

"სამეფო კლუბში" შიშობენ, რომ ბეილს სერბეთთან ათამაშებენ და ამით ტრავმას დაუმძიმებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: გარეთ ბეილს ცუდი პერიოდი უკან დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული