კრიშტიანო რონალდომ გარეთ ბეილს ფეხი ვერ მოტეხა [ფოტო]

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის "ტიტული" 24 წლის თანაგუნდელ გარეთ ბეილთან დაკარგა.

რა გასაკვირია, რომ მას მოუნდებოდა უელსელისთვის ეჩვენებინა, თუ ვინ არის ბოსი "ბერნაბეუზე".

მაგრამ მაინც არ გვეგონა, თუ ყველაფერი ასე მალევე დაიწყებოდა.

ეს ბეილისთვის მხოლოდ მესამე ვარჯიშზე მოხდა "რეალის" მაისურით - ორთაბრძოლისას რონალდომ უელესი სასტიკად მოცელა - ფეხი კოჭში ჩაარტყა.

მართალია, ბეილი გადაურჩა ტრავმას, მაგრამ ის ძალიან გაანაწყენა თანაგუნდელის საქციელმა და მასთან გვარიანი კამათიც მოუვიდა.

არადა, წინა დღით მათ ერთმანეთი გაიცნეს და ბეილი აცხადებდა: "რონალდომ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.
ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიაო",
- როგორც ჩანს, ეს სიტყვები ცოტაა 28 წლის პორტუგალიელისთვის.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან ახლოს იმყოფებოდა ზინედინ ზიდანი.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
მოკრძალებული გარეთ ბეილი და ფუფუნების მოყვარული კრიშტიანო რონალდო
გარეთ ბეილმა მადრიდის "რეალში" პირველად ივარჯიშა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვიტომ ჩაარტყა ეს ფეხბურტია თამაშია ვარჯიშზე ვის არ მოსდის და აზვიადებენ
dato
19:05 13-09-2013
0
რონალდო მაგარი ქაჯი და ბოღმაა.
მიშა
21:06 13-09-2013
0

სიახლეები პოპულარული