პედრო როდრიგესი: ეს ჰეთ-თრიქი თავდაჯერებას შემმატებს [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის V ტურში "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოს" ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით - 4:0 მოუგო.

21 სექტემბერს გამართული შეხვედრის გმირი პედრო როდრიგესი გახდა, რომელმაც სტუმართა კარი სამჯერ, 33-ე, 47-ე და 72-ე წუთებზე დალაშქრა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი სესკ ფაბრეგასმა დააფიქსირა (79)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაღა თქმა უნდა, ჰეთ-თრიქის ავტორი მატჩის შემდეგ უზომოდ ბედნიერი იყო:

"რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ თამაში იოლი არასდროსაა. ის საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომლისთვისაც ოთხი გოლის გატანა სახუმარო საქმე სულაც არაა.

ამიტომაც, ძალიან მიხარია, რომ ჰეთ-თრიქი შევასრულე. ეს მე სამომავლოდ თავდაჯერებას
შემმატებს",
- აქვეყნებს კატალონელთა ფორვარდის ნათქვამს sport.es.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. V ტურის წინ: არსებობისთვის ბრძოლა "მესტალიაზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული