გარეთ ბეილმა ბარძაყი "ხეტაფესთან" მატჩის წინ, მოთელვაზე დაიშავა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდული დერბის წინ გარეთ ბეილი მადრიდის "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში იყო "ხეტაფესთან" შეხვედრაში, მაგრამ უელსელმა მატჩისწინა გახურებაზე ბარძაყი დაიშავა.

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, გარეთ ბეილი სასწრაფოდ შეეცვალა - მან "ხეტაფესთან" 4:1 დასრულებულ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

დერბიში ორი გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა.

კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ გარეთი მადრიდული დერბისთვის მწყობრში იქნება "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. ეს თამაში კი 29 სექტემბერსაა დანიშნული.

ესპანური პრესის ცნობით, ბეილი აუცილებლად გამოტოვებს "ელჩესთან" მატჩს. ექიმთა მტკიცებით, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებისთვის.

ასევე
იხილეთ:

გუტი: რონალდო და ბეილი მირჩევნია მესის და ნეიმარს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული