ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "ვალენსიას" ფრანგმა მცველმა ადილ რამიმ აიმაღლა ხმა.
"ჯუკიჩზე საუბარი არ მსურს, ის გემის კაპიტანია, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მასთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა.
ვნახოთ, სად იქნება გუნდი სეზონის ბოლოს. სეზონის წინ ისეთი ფეხბურთელები გავუშვით, როგორიც დავიდ ალბელდა, რობერტო სოლდადო და ტინო კოსტაა.
ისინი ნამდვილი ლიდერები არიან და სათქმელის პირდაპირ თქმა შეუძლიათ. ახლა კი გუნდში არავინაა ისეთი, რომ მწვრთნელს სიმართლის თქმა გაუბედოს.
ჩვენს გასახდელში მხოლოდ
და აი, შედეგიც: მიროსლავ ჯუკიჩმა გადაწყვიტა, ადილ რამი დასაჯოს. პირველ რიგში, ის "გრანადასთან" მატჩის წინ შემადგენლობიდან ამოაგდო.
კლუბის ხელმძღვანელობამ, რა თქმა უნდა, მწვრთნელის პოზიცია დაიკავა. "ვალენსია" და კლუბის ინტერესები ნებისმიერის ინტერესებზე წინ უნდა იდგეს", - ვკითხულობთ "ღამურების" ოფიციალური საიტის განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
მიროსლავ ჯუკიჩი: ვნახოთ, რა მოხდება, თუ ესპანეთის ჩემპიონები ვერ გავხდებით