"ოქროს ბურთის" 4-გზის მფლობელის სახლის პროექტზე ესპანელ არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობს, რომელსაც ლუის დე გარიდო ხელმძღვანელობს.
ეს უკანასკნელი თავის დროზე არაერთი ცნობილი ადამიანის, მათ შორის, ნაომი კემპბელის ვილის პროექტზე მუშაობდა.
მესის ახალ სახლ-კარში გარაჟი იმავდროულად ჭიშკრის ფუნქციასაც შეასრულებს, ძირითად საცხოვრისთან კომპლექტში კი ზემოდან "ათიანად" გამოჩნდება - სწორედ ამ ნომრით თამაშობს თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა.
რაც შეეხება სამოსახლოს ფართობს, ის 1300 კვადრატულ მეტრს აღემატება.