The Guardian-ის ცნობით, "რეალმა" უკვე გააკეთა შეთავაზება არგენტინელი ფორვარდის თაობაზე, რომელმაც პრემიერლიგის მორიგ ტურში "ევერტონს" გაუტანა.
"სამეფო კლუბი" აგუეროში სავარაუდოდ 38 მილიონ ფუნტს გადაიხდის, რაც "სიტიმ" ორი წლის წინ "ატლეტიკოს" გადაუხადა.
იხილეთ ვიდეო
მიუხედავად ესპანელების დიდი ინტერესისა 25 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ ბედნიერია "სიტიში" ყოფნით."სიტიში" მოსვლის დღიდან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ აქ კარგი პროექტი კეთდება და ჩემს თავში "სიტის" გარდა არაფერი ტრიალებს. ამიტომ არასდროს გამჩენია კითხვა, როდემდე ვიქნები
მე მხოლოდ კლუბისთვის დაუზოგავად ბრძოლა შემიძლია. ყოველ წელს უფრო ვუმატებთ, როგორც გუნდი, ასევე კლუბიც.
საერთო მიმართულებით ვმუშაობთ, რომ კლუბი მაქსიმალურად მაღლა ავიდეს", - თქვა აგუერომ.