ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ტური: ვალენსიური სასწაული [VIDEO]

AutoSharing Option
პრიმერას მერვე ტურში ლიდერებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

"ბარსელონას" მხოლოდ პირველ ტაიმში გაუჭირდა, "ატლეტიკომ" კი გულშემატკივრები ცოტათი ანერვიულა, მაგრამ 100-პროცენტიანი შედეგი მაინც შეინარჩუნა.

მადრიდის "რეალმა" კი მორიგი რთული გამარჯვება მოიპოვა.

"რეალს" ჯერ უჭირს
როგორც ტურის წინ ვივარაუდეთ, "რეალს" ვალენსიაში საკმაოდ გაუჭირდა. "სამეფო კლუბმა" "ლევანტესთან" მცირე სასწაულის ხარჯზე მოიგო - 90-ე წუთისთვის სტუმრები 1:2-ს აგებდნენ, მაგრამ სამი ქულა მაინც მადრიდში წაიღეს, "ლევანტეს" კი 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტეს.

"სიუდად დე ვალენსიაზე" გამართული მატჩის პირველი ტაიმი შედარებით მოსაწყენი გამოდგა და გოლების გარეშე დასრულდა.

სამაგიეროდ,
მეორე ნახევარში გოლებიც და დრამატული დასასრულიც ვიხილეთ. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - ბაბა დიავარამ "ლევანტე" დააწინაურა, თუმცა კარლო ანჩელოტის შეგირდებმა წონასწორობა საკმაოდ მალე, სერხიო რამოსის წყალობით აღადგინეს.

ამის შემდეგ თამაში "რეალის" უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მადრიდელთა მოქმედებებს ფანტაზია აკლდა. შედეგად, 86-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა ნაბილ ელ ჟარის გოლით დასრულდა და "ლევანტე" წინ გავიდა - 2:1.

სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი გამარჯვებას ზეიმობდა, არბიტრმა კი შეხვედრას 4 წუთი დაამატა. სწორედ ამ დროს ალვარო მორატამ, რომელიც ჟურნალისტების აზრით, ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, ანგარიში გაათანაბრა.

შეგახსენებთ, რომ მორატამ კარიერაში პირველი გოლი შარშან, სწორედ ამ სტადიონზე გაიტანა და მაშინ "რეალს" 2:1 მოაგებინა.

გამარჯვება ახლაც დედაქალაქელებს დარჩათ - შეხვედრის ბოლო წამებზე საჯარიმოში ბურთი კრიშტიანო რონალდომ მიიღო. პორტუგალიელის დარტყმა ვეტერან ხუანფრანს უკანალზე მოხვდა და რიკოშეტით კეილორ ნავასის კარში აღმოჩნდა - 2:3.

"რეალმა" მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა, 3 ქულა აიღო და ლიდერებთან 5-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მატჩების ზუსტად ნახევარში ანგარიშს ანჩელოტის გუნდის მეტოქე ხსნიდა, რაც იტალიელი სპეციალისტისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო შეხვედრის ერთ-ერთი გმირი ალვარო მორატა:

"ძალიან გახარებული ვარ. მოედანზე ბოლომდე დავიხარჯეთ და ჩვენმა გარჯამ შედეგი გამოიღო. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ - დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა მოვუმატებთ და უფრო უკეთ ავთამაშდებით," - განაცხადა 20 წლის ფორვარდმა.

"ბარსას" დამაჯერებელი გამარჯვება
ალექსის სანჩესმა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

ჩილელმა ფეხბურთელმა "ვალიადოლიდთან" დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. ხერარდო მარტინომ შეტევაში სანჩესთან ერთად კრისტიან ტელიო და ნეიმარი გაამწესა. ბრაზილიელი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ძალიან აქტიური და პროდუქტიული იყო.

კარგი მატჩი ჩაატარა ტელიომაც, ვინც აქტივში ორი საგოლე პასი მიითვალა, ნეიმარმა კი თავი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - ხავი გერამ პატრიკ ებერტის გადაცემით ისარგებლა და "ვალიადოლიდი" დააწინაურა, თუმცა ხუან იგნასიო მარტინესის შეგირდების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან "ბარსამ" ანგარიში ზუსტად 4 წუთში გაათანაბრა.

პირველ ტაიმში საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში კატალონიელებმა უპირატესობა გოლებში გარდასახეს და ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვეს.

მომდევნო ტურში "ბარსელონა" "ოსასუნას" ეთამაშება და თუ პამპლონაშიც იმარჯვა, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი "რეალის" რეკორდს გაიმეორებს, რომლის დამხობის შანსიც უკვე ელ კლასიკოზე, 26 ოქტომბერს ექნება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შესანიშნავი დიეგო კოშტა
დიეგო კოშტა შეუჩერებელია - "ატლეტიკოს" ფორვარდმა "სელტასთან" გამართული მატჩის 25-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ყურები არ ჩამოყარა და მორიგი გოლები გაიტანა.

24 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე 10 გოლია და ის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვათა შორის, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდიდან წასულ რადამელ ფალკაოს ერთ კომპონენტში უკვე აჯობა - კოშტამ, რომელიც ესპანეთის ნაკრების კანდიდატად მიიჩნევა, ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა, ფალკაოს კი მსგავსი რამ არ გაუკეთებია.

"როხიბლანკოს" ბოლო ფეხბურთელი, ვინც თავი მიჯრით ხუთ მატჩში გამოიჩინა, დიეგო ფორლანი იყო. ურუგვაელს შედეგიანი სერია 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა და მაშინ ფორლანი არა მარტო პრიმერას, არამედ ევროპის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და "ოქროს ბუცი" მოიგო.

სხვა მატჩები
"ვილიარეალმა" მეოთხე ადგილი მორიგი გამარჯვებით შეინარჩუნა. ისევ გაიბრწყინა კანიმ - 32 წლის ნახევარმცველმა პარტნიორებს ორი საგოლე გადაცემა მიაწოდა.

სეზონში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა ჯოვანი დოს სანტოსმა, ბრუნომ და პინამ კი პირველი ბურთები მიითვალეს.

6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა "რაიო ვალეკანომ", რომელმაც "სოსიედადს" ბოლოსწინა წუთზე, ხონათან ვიერას მიერ შესრულებული პენალტით სძლია. ამ გამარჯვების წყალობით, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა პაკო ხემესმა სამსახური მინიმუმ მომდევნო ტურამდე შეინარჩუნა.

"რაიოს" მსგავსად, მოიგო "ოსასუნამაც", ვინც ასევე 6 ქულა მოაგროვა. სამაგიეროდ, კვლავ მოგების გარეშეა მესამე აუტსაიდერი "ალმერია", ვინც ანდალუსიურ დერბიში "სევილიასთან" დამარცხდა. უნაი ემერის გუნდმა გამარჯვება ბოლო წამებზე, ივან რაკიტიჩის გოლის წყალობით მოიპოვა.

ესპანეთი. ლა ლიგა. VIII ტური
ვილიარეალი-გრანადა 3:0
გოლები: 1:0 ბრუნო (30), 2:0 ჯოვანი დოს სანტოსი (49), 3:0 პინა (82)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, იოკიჩი - ხ. აკინო (63. მოისესი), ბრუნო, პინა (83. ტრიგეროსი), კანი - ჯოვანი დოს სანტოსი, ხ. პერეირა (71. პერბე)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მურილიო, ანგულო - იტურა, იებდა - ბრაჰიმი (57. რიკი), ბუონანოტე, მ. პერეირა (72. ფულკიე) - ელ-არაბი (57. იგალო)
გაფრთხილება: ბუონანოტე
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-8 (4-1); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 15 793

მალაგა-ოსასუნა 0:1
გოლი: 0:1 ორიოლ რიერა (23)
მალაგა (4-4-1-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში - პ. მორალესი (46. პავლოვსკი), სერხი დარდერი (86. ელიზეუ), ტისონე, დუდა (46. ელ ჰამდაუი) - პორტილიო - სანტა კრუსი
ოსასუნა (4-4-1-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, დამია - სისი (83. ჟოან ორიოლი), ლოლო (75. პუნიალი), ფ. სილვა, დე ლას კუევასი (70. ოიერი) - ე. არმენტეროსი - ორიოლ რიერა
გაფრთხილება: ვ. კაბალიერო, ხესუს გამესი - არიბასი, ფ. სილვა, დამია, მარკ ბერტრანი, ორიოლ რიერა
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-13 (3-6); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 21 538

ელჩე-ესპანიოლი 2:1
გოლები: 1:0 კორომინასი (40), 1:1 ტიევი (65), 2:1 კორომინასი (74)
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ლომბანი, აიენსონი, სისმა - რუბენ პერესი, ხავი მარკესი (69. აარონ ნიგესი) - კარლეს ხილი, კორომინასი (83. ბოაკიე), ფიდელი - მანუ დელ მორალი (62. კ. სანჩესი)
ესპანიოლი (4-3-2-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, რაულ როდრიგესი, ხუან ფუენტესი - ვიქტორ სანჩესი, აბრაამი (46. პიცი), დავიდ ლოპესი - სტუანი (58. ტიევი), სიმაო (76. ლანსაროტი) - სერხიო გარსია
გაფრთხილება: ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი
გაძევება: ვიქტორ სანჩესი (87. ესპანიოლი)
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-13 (6-3); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 23 607

ვალეკანო-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ხ. ვიერა (89-პენ)
ვალეკანო (4-4-2): რუბენი - არბილია, ზე კასტრო, საულ ნიგესი, მოხიკა (46. ტიტო) - ლ. ბანგურა, ტრაშორასი, ადრიანი, იაგო ფალკე (53. ხ. ვიერა) - ლარივეი, ნ. კასტილიო (62. ა. ბუენო)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო (90. რუბენ პარდო), ბერგარა - ველა, სურუტუსა (72. სეფეროვიჩი), გრიზმანი - აგირეჩე (90. გ. კასტრო)
გაფრთხილება: ადრიანი, ხ. ვიერა - სურუტუსა, ბრავო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-18 (1-6); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 10 120

ლევანტე-რეალი 2:3
გოლები: 1:0 ბ. დიავარა (57), 1:1 სერხიო რამოსი (61), 2:1 ელ ჟარი (86), 2:2 მორატა (90), 2:3 კრიშტიანო რონალდო (90+4)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, დ. ნავარო, როდასი, ხუანფრანი - სიმაო, პ. დიოპი - ჩუმეტრა (68. ელ ჟარი), ივანშიტცი, რუბენ გარსია (88. სერჟიუ პინტუ) - ბ. დიავარა (78. ბარალი)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, ვარანი, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო (59. მარსელო) - მოდრიჩი, ხედირა - დი მარია, ისკო (69. მორატა), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (78. ხესე)
გაფრთხილება: პედრო ლოპესი - ხედირა, არბელოა, კრიშტიანო რონალდო
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-27 (5-10); ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 24 102

ბარსელონა-ვალიადოლიდი 4:1
გოლები: 0:1 ხავი გერა (10), 1:1 ა. სანჩესი (14), 2:1 ჩავი (52), 3:1 ა. სანჩესი (64), 4:1 ნეიმარი (70)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, პიკე (79. ბუსკეტსი), ადრიანო - ა. სონგი, ჩავი, ფაბრეგასი (65. ინიესტა) - ტელიო (73. პედრო), ა. სანჩესი, ნეიმარი
ვალიადოლიდი (4-4-1-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, მარკ ვალიენტე, პენია - ებერტი (71. რამა), ფ. როსი, ბარახა, ბერგდიხი (87. გ. გარსია) - ო. რამოსი - ხავი გერა (61. ოსორიო)
გაფრთხილება: - ბერგდიხი, ფ. როსი, ო. რამოსი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 21-7 (8-1); ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 64 659

ატლეტიკო-სელტა 2:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (43), 2:0 დიეგო კოშტა (62), 2:1 ნოლიტო (71)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი (89. გილავოგი), მარიო სუარესი, არდა თურანი (73. კ. როდრიგესი) - დიეგო კოშტა, ვილია (58. ოლივერ ტორესი)
სელტა (4-2-3-1): იოელი - უგო მალიო, ფონტასი, დავიდ კოსტასი, ტონი - ალექს ლოპესი (60. სანტი მინა), ბორხა ოუბინა - ა. ფერნანდესი (58. ნოლიტო), რაფაელ ალკანტარა, კრონ-დელი - შარლესი (69. მადინდა)
შენიშვნა: გამოუყენებელი პენალტი: დიეგო კოშტა (25. ატლეტიკო)
გაფრთხილება: გოდინი - შარლესი, უგო მალიო, ბორხა ოუბინა
კუთხური: 13-0; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 23-3 (12-2); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 52 000

სევილია-ალმერია 2:1
გოლები: 1:0 გამეირო (6), 1:1 როდრი (23), 2:1 რაკიტიჩი (90)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - დ. ფიგეირაში, ფასიო, პარეხა, ა. მორენო - იბორა (71. კრისტოფორო), რაკიტიჩი - ბ. რაბელიო, მარინი, ხაირო სამპერიო (82. ტროხოვსკი) - გამეირო (46. ბაკა)
ალმერია (4-4-1-1): ესტებანი - ნელსონი, პელერანო, ტრუხილიო, დუბარბიერი - ალექს ვიდალი (64. ელდერ ბარბოსა), ტებარი (59. აზიზი), ვერსა, კ. ფერნანდესი - სუსო (88. სორიანო) - როდრი
გაფრთხილება: იბორა, ა. მორენო, ფასიო, კრისტოფორო - ვერსა, როდრი, კ. ფერნანდესი
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 22-11 (6-4); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 28 543

ხეტაფე-ბეტისი 3:1
გოლები: 1:0 პედრო ლეონი (16), 2:0 პედრო ლეონი (23), 3:0 ა. კოლუნგა (27), 3:1 რაფა (51-საკ. კარში)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ალექსისი (79. ლოპო), რაფა, რ. ლაგო - ბორხა, მოსკერა - პედრო ლეონი (35. გავილანი), პ. სარაბია, დიეგო კასტრო - ა. კოლუნგა (70. მარიკა)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ჩიკა, პაულაო, ამაია, ნაჩო - ხავი ტორესი (46. სედრიკ მაბვატი), მატილია - ხუანფრანი (46. ვადილიო), ვერდუ (75. ჩული), იგიებორი - ხორხე მოლინა
გაფრთხილება: რაფა, ა. აროიო, ალექსისი - ხავი ტორესი, სედრიკ მაბვატი, იგიებორი
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-15 (5-4); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 9 000

ბილბაო-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ბანეგა (43-პენ), 1:1 მიკელ რიკო (76)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი, საბორიტი - მიკელ რიკო, ბენიატი (64. იტურასპე) - სუსაეტა, ანდერ ერერა (46. ადურისი), მუნიაინი (72. ტოკერო) - დე მარკოსი
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბერაგანი (79. ვიქტორ რუისი), რ. კოშტა, მატიო, გუარდადო - ხავი ფუეგო, ბანეგა - ფეგული, ჟონასი, პაბონი (75. კანალესი) - პაკო ალკასერი (72. ელდერ პოშტიგა)
გაფრთხილება: საბორიტი, გურპეგი - ფეგული, გუარდადო
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 6-5; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-10 (5-5); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 36 651

ბომბარდირები:
10 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - მესი (ბარსელონა); 7 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - პედრო (ბარსელონა), როდრი (ალმერია)

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი:
რეალი-მალაგა, ვალენსია-სოსიედადი, ოსასუნა-ბარსელონა, ესპანიოლი-ატლეტიკო

20 ოქტომბერი:
გრანადა-ხეტაფე, ალმერია-ვალეკანო, ბეტისი-ელჩე, ვალიადოლიდი-სევილია

21 ოქტომბერი:
სელტა-ლევანტე, ბილბაო-ვილიარეალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული