"ვილანოვას დაავადება ყველაზე ცუდია, რაც კლუბს ჩემი მოსვლის დღიდან დაემართა. ის ენერგიულია და შინაგანად ძლიერი. თუ ვილანოვა გამოჯანმრთელდა, ის, სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დაბრუნდება. ჯერ არ ვიცი, რა სტატუსით, მაგრამ მას შეუძლია დაბრუნდეს", - თქვა როსელმა.
შეგახსენებთ, რომ ვილანოვას ყელის კიბო სჭირდა, ოპერაციის შემდეგ სპეციალისტმა მკურნალობის კურსი გაიარა და "ბარსელონაში" დაბრუნდა,
2012/13 წლების სეზონში ვილანოვამ "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით