ხოსეპ გვარდიოლა: ვისთვისაც ჩემი გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება, სკამზე იჯდება!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა გუნდის ფეხბურთელებთან.

"სეზონის ბოლოს ტიტულებისთვის მხოლოდ მაშინ ვიბრძოლებთ, თუკი ამ დიდებული კლუბის თითოეული მოთამაშე ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები გაჩნდება.

მე ჩემი ფეხბურთელების დიდი მეგობარი ვარ, როდესაც ისინი ხვდებიან, რას ვლაპარაკობ. მხარს დავუჭერ მათ, ვინც ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება, მაგრამ ისინი, რომლებისთვის ის მიუღებელი იქნება, სათადარიგოთა სკამზე ისხდებიან.

აქვე კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: ჩვენ გუნდის ყველა მოთამაშე გვჭირდება!"
- უთხრა გვარდიოლამ "ბაიერნის" საკლუბო ჟურნალს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული