ესპანეთის სეგუნდა B-ში ასპარეზობს გუნდი "ლა ოია ლორკა", რომელსაც მიმდინარე სეზონში სტუმრად ჩასატარებელი მატჩებისთვის, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ლამაზი ფორმა შეუქმნეს.
მწვანე შორტ-მაისურები, ბროკოლის ფაქტურით, ვიღაცას შეიძლება ორიგინალურად მიაჩნია, მაგრამ ჩვენი და არამარტო ჩვენი აზრით, ის ერთ-ერთი ყველაზე უგემოვნოა მსოფლიოში.