ესპანეთი. ლა ლიგა. IX ტური: "რეალის" რეკორდი ხელუხლებელი დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მორიგი ტურის წინ დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცა: მადრიდის "რეალის" რეკორდი (9 მოგება 9 ტურის შემდეგ) ვერც "ბარსელონამ" გაიმეორა და ვერც "ატლეტიკომ".

შედეგად, "სამეფო კლუბმა" კონკურენტებთან სხვაობა შეამცირა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წინ ხასიათი გამოიკეთა.

გმირი კაბალიერო
ტური სწორედ კარლო ანჩელოტის გუნდის თამაშით გაიხსნა - "სანტიაგო ბერნაბეუს" "მალაგა" ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი იყო, დედაქალაქი დამარცხებულმა დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" ორბურთიანი სხვაობით მოიგო, თანაც, მეორე გოლი პენალტით, ისიც არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი
იოლი გამარჯვება "მერენგესს" ამ სეზონში არ მოუპოვებია - მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა ვილი კაბალიეროს საოცარი თამაში, "მალაგა" სამარცხვინო ანგარიშით წააგებდა.

არგენტინელი გოლკიპერი ბოლო ორი სეზონია, შესანიშნავ ფორმაშია და მართლაც სამწუხაროა, რომ მას ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ერთხელაც არ მისცემია და ალბათ, არც მიეცემა.

როგორც აღვნიშნეთ, "რეალი" დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლები მხოლოდ მეორე ტაიმის პირველ და ბოლო წუთებზე გაიტანა.

ანგარიში ანხელ დი მარიამ გახსნა, რომლის ჩაწოდებულსაც ვერავინ გამოეხმაურა და ბურთი სტუმართა კარში ისე გავიდა, რომ მას არავინ შეხებია; ბოლოს კი რონალდომ პენალტი გამოიყენა და ჩემპიონატში თავისი მე-8 გოლი გაიტანა.

აღვნიშნოთ, რომ მასპინძელთა რიგებში ითამაშა გარეთ ბეილმა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა და ძირითადში მოხვედრილი ალვარო მორატა შეცვალა.

მინდორზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა ხესემ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ თამაშის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მისული მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა.

რაც შეეხება შესავალში ნახსენებ მომდევნო ორ მნიშვნელოვან შეხვედრას - შუა კვირაში "სამეფო კლუბი" "იუვენტუსს" ხვდება, შაბათს კი "ნოუ კამპს" ეწვევა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსას" პამპლონაში ისევ გაუჭირდა
ჩემპიონატის ლიდერმა პამპლონაში ითამაშა და "ოსასუნას" ვერაფერი მოუხერხა. ნავარელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს. საერთოდ, კატალონიელებს "რეინო დე ნავარაზე" თამაში საკმაოდ უჭირთ - შარშან ძლივს მოიგეს, შარშანწინ კი სულაც წააგეს.

წესით, ამ შეხვედრაში არ უნდა ეთამაშა ლიონელ მესის, მაგრამ ხერარდო მარტინომ "პულგა" მაინც გამოიყვანა, თუმცა "ბარსას" 10-იანს ეტყობოდა, რომ საუკეთესო ფორმაში არ იყო. მოედანს დაუბრუნდა კარლეს პუიოლიც - კაპიტანმა 220-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, მაგრამ მისი დაბრუნება იღბლიანი არ გამოდგა.

"ბარსელონამ" არა მარტო "რეალის" რეკორდი ვერ გაიმეორა, არამედ საკუთარი სარეკორდო სვლაც შეაჩერა.

კერძოდ, ამ შეხვედრამდე კატალონიური გუნდი ლა ლიგის ბოლო 64 შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანდა, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდია და მეორე შედეგზე თითქმის ორჯერ მეტია - ზედიზედ 35 თამაშში 1951-52 წლებში მადრიდის "რეალმა" გაიტანა.

კატალონიელებმა სეზონში პირველი ქულები დაკარგეს და მშვენიერი შანსი მისცეს "ატლეტიკოს", რომ 9 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი გამხდარიყო...

"ესპანიოლის" საჩუქარი "ბარსას"
დიეგო სიმეონეს გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და პირველ ადგილზე სწორედ "ბარსელონა" დარჩა. მოქმედ ჩემპიონს საჩუქარი თანაქალაქელმა "ესპანიოლმა" მიართვა, რომელმაც "როხიბლანკოს" სეზონში პირველი მარცხი აგემა, უშუალოდ ლა ლიგაში კი პირველი ქულები დააკარგვინა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დებიუტში გავიდა და მისი ავტორი ტიბო კურტუა გახდა. დიახ, მადრიდული კლუბის ბელგიელმა გოლკიპერმა საკუთარ კარში გაიტანა და ხავიერ აგირეს შეგირდებს 3 ქულა ააღებინა.

შაბათის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა, სადაც "ვალენსიამ" "სოსიედადთან" ზედიზედ მესამედ წააგო და ამჯერადაც, წინა სეზონის მსგავსად, "ღამურებს" მეტოქესთან შანსი არ ჰქონიათ.

მართალია, საბოლოო ანგარიში მინიმალური გამოვიდა, მაგრამ მასპინძლებმა ერთადერთი გოლი არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაიტანეს და თამაშიც იქვე დასრულდა.

ბასკების მხრიდან თავი ანტუან გრიზმანმა და რუბენ პარდომ გამოიჩინეს. ამ გამარჯვებით "სოსიედადმა" 8-მატჩიანი (ყველა ტურნირზე) მოუგებელი სერია შეწყვიტა და მათ მთავარ მწვრთნელ იაგობა არასატესაც ამოსუნთქვის საშუალება მიეცა.

სტუმრებმა გაილაღეს
კვირის მატჩებიდან აღსანიშნავია "რაიო ვალეკანოს" და "ელჩეს" თამაში. ორივე გუნდმა მეტოქის სტუმრად დამარცხება 10 კაცით მოახერხა; თანაც, თუ "ელჩეს" ფეხბურთელი მას შემდეგ გაუძევეს, რაც ის იგებდა, "რაიომ" გამარჯვების მომტანი გოლის გატანა კაცნაკლულმა მოახერხა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მადრიდელების მეტოქე ბოლო ადგილზე მყოფი "ალმერია" იყო, "ელჩემ" კი სენსაცია შემოგვთავაზა და "ბენიტო ვილიამარინზე" "ბეტისი" დაამარცხა.

საოცარი მატჩი გაიმართა ვალიადოლიდში, სადაც "სევილია" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩა.

უნაი ემერის გუნდმა "მოახერხა" და მიუხედავად იმისა, რომ საწყისი წუთებიდანვე მოედანზე 6 ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელიც ნომინალურად მცველი გახლავთ (დიეგო ფიგეირაში, ნიკოლას პარეხა, ფერნანდო ნავარო, ალბერტო მორენო, ხუან კალა, დანიელ კარიკო), ორი გოლი გაუშვა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

ზოგადად, კვირას ჩატარებულმა მატჩებმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და "სევილიას" უნიათობა რომ არა, ოთხივე შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდებოდა.

ლა ლიგა. IX ტური.
რეალი-მალაგა 2:0
გოლები: 1:0 დი მარია (46), 2:0 კრიშტიანო რონალდო (90-პენ)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ილიარამენდი - დი მარია (81. ხესე როდრიგესი), ისკო (72. მოდრიჩი), კრიშტიანო რონალდო - მორატა (76. ბეილი)
მალაგა (4-4-2): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი, ანტუნეში (78. სერხი დარდერი) - პორტილიო (77. სანტა კრუსი), ი. კამაჩო, ტისონე, ელიზეუ - სამუ (70. ბ. ანდერსონი), ელ ჰამდაუი
გაფრთხილება: დანი კარვახალი - ანტუნეში, ელიზეუ, ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 5-12; თამაშგარე: 10-0; კარში დარტყმა: 22-3 (15-1); ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 78 362

ვალენსია-სოსიედადი 1:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (41), 0:2 რუბენ პარდო (59), 1:2 პაბონი (90)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟოაო პერეირა, ვიქტორ რუისი, მატიო, გუარდადო - ხავი ფუეგო, ბანეგა (76. პარეხო) - ფეგული (61. კანალესი), ჟონასი, პაბონი - ელდერ პოშტიგა (46. კარტაბია)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, რუბენ პარდო (78. ხავი როსი) - ველა, სურუტუსა (74. ჩაბი პრიეტო), გრიზმანი (83. გ. კასტრო) - აგირეჩე
გაფრთხილება: ხავი ფუეგო, ბანეგა, ვიქტორ რუისი - დე ლა ბელა
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 16-8 (4-3); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 55 000

ოსასუნა-ბარსელონა 0:0
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, დამია - ლოლო, ფ. სილვა - დე ლას კუევასი (81. ოიერი), რ. ტორესი, სისი (6. მანუელი) - ორიოლ რიერა (67. პუნიალი)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, ბარტრა, პუიოლი, ადრიანო - ჩავი (68. მესი), ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო (76. ტელიო), ფაბრეგასი, ნეიმარი
გაფრთხილება: მარკ ბერტრანი, რ. ტორესი, მანუელი - ფაბრეგასი, ადრიანო
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 4-12 (1-3); ბურთის ფლობა: 24%-76%
მაყურებელი: 16 123

ესპანიოლი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 კურტუა (53-საკ. კარში)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, სიდნეი, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - აბრაამი, დავიდ ლოპესი (83. რაულ როდრიგესი) - ლანსაროტი (71. ალექსი), პიცი (72. სტუანი), სიმაო - სერხიო გარსია
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, ალდერვეირელდი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, მ. სუარესი (77. კ. როდრიგესი), გაბი (62. ადრიანი), რაულ გარსია (58. არდა თურანი) - დიეგო კოშტა, ვილია
გაფრთხილება: ე. მორენი, ხავი ლოპესი, დავიდ ლოპესი, სერხიო გარსია, აბრაამი - ვილია, კოკე, კ. როდრიგესი, კურტუა
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-6 (3-0); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 26 711

გრანადა-ხეტაფე 0:2
გოლები: 0:1 მურილიო (47-საკ. კარში), 0:2 პედრო ლეონი (55)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მურილიო, ანგულო - რესიო (55. პიტი), იტურა - ბრაჰიმი (65. ფრან რიკო), ბუონანოტე (34. მაინსი), მ. პერეირა - ელ-არაბი
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ლისანდრო ლოპესი, რაფა, რ. ლაგო - მოსკერა, ბორხა (46. მარიკა) - პედრო ლეონი (76. მიჩელი), პ. სარაბია (58. გავილანი), დიეგო კასტრო - ა. კოლუნგა
გაფრთხილება: დიახატე, ბუონანოტე, რობერტო, ფრან რიკო - მარიკა, რ. ლაგო
გაძევება: დიახატე (32. გრანადა)
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-15 (5-7); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 13 319

ალმერია-ვალეკანო 0:1
გოლი: 0:1 გალვესი (78)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - ნელსონი (47. ტორსილიერი), პელერანო, ტრუხილიო, რაულ გარსია - ვერსა, კორონა (61. აზიზი) - ალექს ვიდალი (72. ელდერ ბარბოსა), სორიანო, სუსო - როდრი
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, საულ ნიგესი, არბილია - ტრაშორასი, ადრიანი - ბანგურა (37. ა. პერეა), იაგო ფალკე (66. მოხიკა), ხ. ვიერა - ნ. კასტილიო (75. ლარივეი)
გაფრთხილება: პელერანო, სორიანო - ბანგურა, გალვესი, საულ ნიგესი, ტიტო
გაძევება: საულ ნიგესი (64. რაიო ვალეკანო)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 6-16 (2-10); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 9 890

ბეტისი-ელჩე 1:2
გოლები: 0:1 მანუ დელ მორალი (29), 0:2 ფიდელი (34), 1:2 ხორხე მოლინა (41)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ჩიკა (46. ჩული), პაულაო, ამაია, ნაჩო - მატილია (58. ვერდუ), ლ. რეიესი - ხუანფრანი, სალვა სევილია (67. სედრიკ მაბვატი), ხუან კარლოსი - ხორხე მოლინა
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ბოტია, ლომბანი, სისმა - რუბენ პერესი, ხავი მარკესი (78. კ. სანჩესი) - მანუ დელ მორალი (60. მანტეკონი), ფიდელი, კარლეს ხილი - კორომინასი (85. ბოაკი)
გაფრთხილება: ამაია, მატილია, სალვა სევილია, ხუანფრანი - სისმა, ბოტია, მანუ ერერა
გაძევება: სისმა (47. ელჩე)
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 22-8; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 15-7 (7-4); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 30 750

ვალიადოლიდი-სევილია 2:2
გოლი: 0:1 ბაკა (2), 0:2 ა. მორენო (31), 1:2 მანუჩო (81), 2:2 ებერტი (84)
ვალიადოლიდი (4-3-2-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, მარკ ვალიენტე, ხესუს რუედა, პენია - ბარახა (68. ა. რუბიო), ფ. როსი, ო. რამოსი (68. რამა) - ებერტი, ბერგდიხი (46. მანუჩო) - ხავი გერა
სევილია (4-3-2-1): ბეტუ - დიეგო ფიგეირაში, პარეხა, ფ. ნავარო, ა. მორენო - კარიკო, კალა, იბორა - ხაირო სამპერიო (78. პეროტი), ვიტოლო - ბაკა (80. გამეირო)
გაფრთხილება: ფ. როსი, ებერტი - კალა, კარიკო, ბაკა
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-16 (5-6); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 13 706

21 ოქტომბერი
სელტა-ლევანტე 22:00
ბილბაო-ვილიარეალი 00:00

ბომბარდირები: 10 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - როდრი (ალმერია), პედრო (ბარსელონა)

მომდევნო ტური
25 ოქტომბერი:
რაიო ვალეკანო-ვალიადოლიდი

26 ოქტომბერი:
მალაგა-სელტა, ბარსელონა-რეალი, ელჩე-გრანადა, ლევანტე-ესპანიოლი

27 ოქტომბერი:
სევილია-ოსასუნა, ვილიარეალი-ვალენსია, სოსიედადი-ალმერია, ატლეტიკო-ბეტისი

28 ოქტომბერი:
ხეტაფე-ბილბაო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული