- რას გრძნობთ, როდესაც იმავე გუნდში თამაშობთ, რომელშიც მესი?
- პასუხისმგებლობას, თუმცა ეს ძალიან სასიამოვნო პასუხისმგებლობაა, რადგან ჩემი აზრით, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
- აქ ჩამოსვლამდე "ბარსელონას" სათამაშო სტილს თუ იცნობდით?
- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, "ბარსელონას" სათამაშო სტილი ყველა ფეხბურთელს უნდა მოსწონდეს. "ბარსაში" გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მისი სტილი და ფილოსოფია იყო.
- კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად ვინ გეხმარებოდათ?
- მამაჩემი. ის
- ბრაზილიაში იმ გუნდში თამაშობდით, რომელშიც ლეგენდარული პელე...
- "სანტოსი" დიდი კლუბია, რომელშიც ძალიან ბევრ საოცარ ფეხბურთელს უთამაშია. ვფიქრობ, ამ კლუბის ისტორიაში ჩემი სახელი ჩავწერე.
- "ბარსელონაში" თამაში თქვენი ოცნება იყო?
- ამ გუნდის მაისურის ჩაცმა დიდი პატივია. "ბარსაში" უამრავ ვარსკვლავს უთამაშია და ახლა მეც ამ კლუბის ნაწილი ვარ. ეს საოცარი შეგრძნებაა, აქ გადმოსვლით ოცნება ავისრულე.
- და რა არის თქვენი მიზანი?
- ჩემი მიზანია, რომ "ბარსელონას" ისტორიაში შევიდე და ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო.
მენოტი: ნეიმარი პელე არ არის
22 ოქტომბერს ლეგენდარულ არგენტინელ მწვრთნელ სესარ ლუის მენოტის დაბადების დღე ჰქონდა. "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი 75 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, "რადიო მარკა" 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონს პირდაპირ ეთერში დაუკავშირდა და იუბილე მიულოცა. არგენტინელმა ესპანელ ჟურნალისტებთან სხვადასხვა საინტერესო თემაზე, მათ შორის, ნეიმარზეც ისაუბრა...
"არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ნამდვილად შეუძლია. ამის შანსი არის, რადგან, როდესაც გუნდში ლეო მესი გყავს, შანსი ყოველთვის გაქვს. მესის გარდა, არგენტინას რამდენიმე უმაღლესი დონის ვარსკვლავი ჰყავს - აგუერო, დი მარია, იგუაინი... მთავარია, მწვრთნელმა ზუსტ ფილოსოფიას მიაგნოს და ის გუნდს იდეალურად მოარგოს".
ნეიმარის შესახებ მენოტიმ შემდეგი რამ განაცხადა: "ის, უმეტესად, მარცხენა ფლანგზე თამაშობს და მოედნის მთელ სივრცეზე ვერ მოქმედებს. ის ისეთივე დომინანტი არაა, როგორიც პელე ან ზიკო; ნეიმარი უფრო გარემარბია".
მოგეხსენებათ, შაბათს "კამპ ნოუზე" ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდებიან. ლეგენდარულმა არგენტინელმა რამდენიმე სიტყვა მომავალ შეხვედრაზეც თქვა: "იმისთვის, რომ "ელ კლასიკოში" იმარჯვო, საუკეთესო მატჩი უნდა ჩაატარო. ეს განსაკუთრებული დაპირისპირებაა, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს. "რეალი" საკუთარი სტილის ძიებაშია და ამ გუნდს დრო ჯერ კიდევ სჭირდება იმისთვის, რომ გულშემატკივრებს საუკეთესო ფეხბურთი შესთავაზოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნეიმარი: მარიო ბალოტელის სიცხესთან შეგუება ვურჩიე