Microsoft-მა შესაძლოა "რეალის" სტადიონის დასახელების უფლება იყიდოს

AutoSharing Option
Microsoft-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აქციათა მფლობელმა ბილ გეიტსმა და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის სტადიონის დასახელების უფლების შესყიდვის შესახებ მოლაპარაკება დაიწყეს.

"სანტიაგო ბერნაბეუს" სახელი 2016 წლის ზაფხულამდე არ შეეცვლება, სანამ სტადიონის რეკონსტრუქცია არ დასრულდება.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სტადიონის სახელს სპონსორის დასახელება დაემატებოდა.

"სამეფო კლუბი" და Microsoft-ი უკვე თანამშრომლობენ ლათინო-ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში.

მომზადებულია El Confidencial-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული