ამ კლასიკოზე პირველად თამაშობდნენ ნეიმარი და გარეთ ბეილი.
პირველმა გაამართლა და მე-18 წუთზე ანდრეას ინიესტას პასით (და მცირე რიკოშეტით) ანგარიშიც გახსნა. აი, უელსელი ბეილი ვერაფრით გამოირჩა და 61-ე წუთზე ის შეცვალეს კიდევაც.
78-ე წუთზე ნეიმარმა ასისტენტობა იტვირთა, მისი პასით ალექსის სანჩესმა თავზე გადაუგდო ბურთი დიეგო ლოპესს.
ბოლო
აღსანიშნავია, რომ "რეალის" ფეხბურთელები ორჯერ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას. პირველი ტაიმის მიწურულს ხელით თამაშისთვის და მეორე ტაიმში რონალდოსთან უხეშობისთვის.
ერთხელ კი ქარიმ ბენზემამ ბურთი ხარიხას გაარტყა (0:1-ზე).
აბა თუ უყურე ვინ გაიტანა პირველი გოლი,ვინ დაწინაურდა,ვინ გაათანაბრა არ უნდა იცოდე?