გარეთ ბეილის ესპანური პერსპექტივა

AutoSharing Option
"ევროსპორტის" ბრიტანელმა ჟურნალისტმა სილ ლოუმ, ვინც, ძირითადად, ესპანურ ფეხბურთზე წერით არის სახელგანთქმული, ცოტა ხნის წინ წიგნი გამოუშვა, რომლის ძირითადი თემა სულ სხვაა, მაგრამ ის გარეთ ბეილის მადრიდულ პერსპექტივასაც შეეხო და განაცხადა, რომ უელსელი პირინეიზე ვერასოდეს მიაღწევს ისეთ სიმაღლეებს, რისი შანსიც მას ინგლისში ექნებოდა. რატომ? პასუხის მისაღებად ლოუს არგუმენტებს გავეცნოთ:

- უცხოეთში წასულ ბრიტანელთაგან თითქმის არავის მიუღწევია განსაკუთრებული წარმატებისთვის. ინგლისური ფეხბურთი სხვებისგან იმდენად განსხვავდება, რომ სხვასთან შეგუება ხშირად შეუძლებელი ხდება. სტივ მაკმანამანი დაგიდასტურებთ, რომ "რეალში" ყოფნა მისთვის უზარმაზარი გამოცდილება იყო, მაგრამ
მხოლოდ იქაურ კულტურასთან და ცხოვრებისეულ სტილთან გაცნობის თვალსაზრისით. ბექჰემმა ესპანეთის ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ მოიგო, მაგრამ ამბობს, რომ წლების წვალება ღირდა ამად.

ოუენს ესპანურმა წელიწადმა ვერაფერი შესძინა. მაიკლი სასტუმროში ცხოვრობდა და იქაური ცხოვრებისთვის ალღოს აღება ვერ მოახერხა. ბეილი? ის მორიდებული ბიჭია და არ მგონია, რომ მოახერხოს ცხოვრების სტილის შეცვლა.

წინ მას ამისთვის ექვსი წელიწადი აქვს, თუმცა, მეჩვენება, რომ ეს ძალიან დიდი დროა მისთვის. გარეთის ცხოვრებაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება ყველაფერი კარგად, თუკი არ ჩაიკეტება საკუთარ თავში, გაიჩენს სამეგობრო წრეს და თანაგუნდელებისგან თავს დისტანციაზე არ დაიჭერს. ამის შანსი რომ მქონდეს, აუცილებლად ვეტყოდი ამ ყველაფერს.

თანაც, ის კარგი ფეხბურთელია, საკმაოდ გონებაგახსნილია და რაც მთავარია, "რეალში" ჰყავს თანაგუნდელები, რომლებიც ინგლისურად შესანიშნავად ლაპარაკობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
The Sunday Times: გარეთ ბეილი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული