"ბილდი": იკერ კასილიასი რაულის გზას დაადგა

AutoSharing Option
გერმანული "ბილდის" ინფორმაციით, იანვარში მადრიდის "რეალიდან" "შალკეში" ხმაურიანი ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს - "ხუმარები" "რეალის" კაპიტნით, იკერ კასილიასით არიან დაინტერესებულნი.

გერმანულ კლუბს ვეტერან ტიმო ჰილდებრანდის შეცვლა სურს, რადგან ის არასტაბილურია. ახლახან "ჩელსისთან" მატჩში ჰილდებრანდმა ენითაუწერელი შეცდომა დაუშვა და პრაქტიკულად, გადაწყვიტა კიდევაც მატჩის ბედი მეტოქის სასარგებლოდ. "ბილდი" წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა აივსო და მისი შეცვლა გადაწყვეტილი ამბავია.

თავის მხრივ, "რეალში" არ მოსწონს თავისი პოზიცია 32 წლის კასილიასს, რომელიც მხოლოდ ევროთასებზე თამაშობს, ჩემპიონატში კი კარში დიეგო ლოპესი დგას. კასილიასმა უკვე შეატყობინა
კლუბის ხელმძღვანელობას, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, კლუბიდან წასვლაზე იფიქრებს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ეს გზა (ტრანსფერი "რეალიდან" "შალკეში") რაულ გონსალეს ბლანკომ გაიარა.

ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასმა "რეალის" ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული