ლიონელ მესის ტრავმების ანთოლოგია

AutoSharing Option
2013/14 წლების სეზონი ლიონელ მესისთვის ძალიან უიღბლოდ დაიწყო.

არგენტინელი ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე დაშავდა, უშუალოდ სეზონის დაწყების შემდეგ კი ტრავმა მესამედ მიიღო: პირველად "ატლეტიკოსთან" სუპერთასის მატჩის შემდეგ, მოგვიანებით კი "ალმერიასთან" და "ბეტისთან" გამართულ შეხვედრებში.

უკანასკნელი დაზიანების გამო მესი დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს. აი, ის თამაშები, რომლებსაც არგენტინელი დააკლდება:

ესპანეთის ჩემპიონატი: "ბარსელონა"-"გრანადა", "ბილბაო"-"ბარსელონა", "ბარსელონა"-"ვილიარეალი", "ხეტაფე"-"ბარსელონა"
ჩემპიონთა ლიგა: "აიაქსი"-"ბარსელონა", "ბარსელონა"-"სელტიკი"
ესპანეთის თასი: "კარტახენა"-"ბარსელონა", "ბარსელონა"-"კარტახენა"

სულ, კარიერის განმავლობაში, მესიმ 16 მეტ-ნაკლებად სერიოზული ტრავმა მიიღო და აქედან 9-ჯერ მან ბარძაყის ორთავა კუნთი დაიზიანა.

2013/14
წლების სეზონი:

1. 22 აგვისტო, "ატლეტიკო"-"ბარსელონა" - ჰემატომა მარცხენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთში
2. 29 სექტემბერი, "ალმერია"-"ბარსელონა" - მარცხენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთის ტრავმა
3. 11 ნოემბერი, "ბეტისი"-"ბარსელონა" - მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის გაწყვეტა

2012/13 წლების სეზონი
4.
5 დეკემბერი, "ბარსელონა"-"ბენფიკა" - სისხლჩაქცევა მარცხენა მუხლში
5. 3 აპრილი, პსჟ-"ბარსელონა" - მარჯვენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთის ტრავმა
6. 12 მაისი, "ატლეტიკო"-"ბარსელონა" - მარჯვენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთის დაჭიმვა

2010/11 წლების სეზონი
7.
19 სექტემბერი, "ატლეტიკო"-"ბარსელონა" - მარჯვენა ფეხის კოჭის შიდა და გარე იოგების დაჭიმვა
8. 28 ნოემბერი, "ბარსელონა"-"რეალი" - მარცხენა ფეხის კონტუზია
9. 29 მარტი, არგენტინის ნაკრების ვარჯიში - მარჯვენა მუხლის ქვედა მყესის გადატვირთვა

2009/10 წლების სეზონი
10.
11 აგვისტო - მარჯვენა მუხლის ქვედა მყესის და თეძოს თხელი ზედაპირული კუნთის გადატვირთვა
11. 22 ნოემბერი, "ბილბაო"-"ბარსელონა" - მარცხენა მუხლის ქვედა მყესის პირველი ხარისხის ტრავმა

2007/08 წლების  სეზონი
12.
15 დეკემბერი, "ვალენსია"-"ბარსელონა" - მარცხენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთის გაწყვეტა
13. 4 მარტი, "ბარსელონა"-"სელტიკი" - მარცხენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთის გაწყვეტა

2006/07 წლების სეზონი
14.
12 ნოემბერი, "ბარსელონა"-"სარაგოსა" - ტერფის ცენტრალური ნაწილის მეხუთე ძვლის მოტეხილობა

2005/06 წლების სეზონი
15.
5 თებერვალი, "ბარსელონა"-"ატლეტიკო", მარჯვენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთის დაჭიმვა
16. 7 მარტი, "ბარსელონა"-"ჩელსი" - მარჯვენა ფეხის ბარძაყის ორთავა კუნთის 5 სანტიმეტრით გაწყვეტა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მესი შუშის ფეხბურთელია, მაგრამ გვარდიოლას საიდუმლო მეთოდი ჰქონდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული