ცხოვრება "რეალის" შემდეგაც მშვენიერია

AutoSharing Option
ცხოვრება "რეალიდან" წასვლით არ მთავრდება - ამას ის ფეხბურთელები ამტკიცებენ, რომლებმაც "სამეფო კლუბი" ზაფხულში დატოვეს.

მესუთ იოზილი "ემირეიტსზე" პირველივე დღიდან შესანიშნავად ათამაშდა. გამთამაშებელმა უკვე სამი გოლი გაიტანა და კიდევ ექვს შემთხვევაში საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, მაისურების გაყიდვის მიხედვით, იოზილი მთელ ბრიტანეთში პირველ ადგილზეა.

"ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძვის და ამაში თავისი წონადი წვლილი ხოსე კალეხონს, რაულ ალბიოლს და გონსალო იგუაინსაც მიუძღვით. არგენტინელმა ფორვარდმა 14 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, კალეხონმა კი 16 მატჩში თავი 7-ჯერ გამოიჩინა. "რეალისგან" განსხვავებით, "ნაპოლიში" ძირითადის წევრია რაულ
ალბიოლიც, რომელმაც 14 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

თავს გაცილებით უკეთ გრძნობს კაკა, რომელსაც "მილანში" დაბრუნების შემდეგ მუნდიალზე გამგზავრების შანსი მიეცა. ალპების გადაღმა კი შთამბეჭდავად გამოიყურება რიკარდო კარვალიო, რომლის "მონაკოც" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია, 35 წლის ცენტრალურ მცველს კი ჯერ ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. "მონაკოშია" "სამეფო კლუბის" აღზრდილი ახალგაზრდა ფაბინიო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში 9-ჯერ მოხვდა.

ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ მიკაელ ესიენი - განელმა ლიგის თასის ორ შეხვედრაში ითამაშა, პრემიერლიგაში კი ესიენი ჯერ არ გამოჩენილა.

აქვე უნდა ვახსენოთ ანტონიო ადანი, რომელიც გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და მისაღებ წინადადებას ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული