ვალდესმა დაზიანება 19 ნოემბერს გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო, რომელშიც ესპანეთის ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა.
მეკარე იძულებული გახდა, მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა, წინასწარი პროგნოზით კი, ვალდესს მარჯვენა ფეხზე კუნთი აქვს გაწყვეტილი.
თუ ეს ასეა, "ბარსელონას" მეკარეს დაახლოებით თვე გაუცდება.
"ვალდესის ტრავმა უფრო დიდ ტკივილს მაყენებს, ვიდრე დამარცხება", - თქვა დელ ბოსკემ მატჩის შემდეგ, რომელიც ესპანელებმა ანგარიშით 0:1 დათმეს.
იხილეთ ვიდეო