ვისენტე დელ ბოსკე: ვიქტორ ვალდესის ტრავმა უფრო მტკივა, ვიდრე წაგება

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ წუხილი გამოთქვა გუნდის მეკარის, ვიქტორ ვალდესის ტრავმის გამო.

ვალდესმა დაზიანება 19 ნოემბერს გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო, რომელშიც ესპანეთის ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა.

მეკარე იძულებული გახდა, მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა, წინასწარი პროგნოზით კი, ვალდესს მარჯვენა ფეხზე კუნთი აქვს გაწყვეტილი.

თუ ეს ასეა, "ბარსელონას" მეკარეს დაახლოებით თვე გაუცდება.

"ვალდესის ტრავმა უფრო დიდ ტკივილს მაყენებს, ვიდრე დამარცხება", - თქვა დელ ბოსკემ მატჩის შემდეგ, რომელიც ესპანელებმა ანგარიშით 0:1 დათმეს.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული