24 წლის კარლოს ველას ბრწყინვალე თამაშის წყალობით, "სოსიედადმა" 10-კაციან "სელტას" აჯობა და 4:3 მოუგო. მექსიკელმა ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა და გარდა იმისა, რომ პოკერი შეასრულა, მსაჯს მეტოქე გააძევებინა, რამდენიმე ძალიან სახიფათო გადაცემა გააკეთა, მატჩის პირველ წუთებზე კი "მაკრატელა"
სამაგიეროდ, რამდენიმე წუთის შემდეგ იმავე ფეხბურთელების მიერ გათამაშებული კომბინაცია წესების სრული დაცვით წარიმართა და ანგარიშიც გაიხსნა. ამის შემდეგ უპირატესობას "სელტა"დაეუფლა, რაც ერთბაშად სამ გოლში აისახა...
ლუის ენრიკეს გუნდს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, თუმცა ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ გალისიელები სრული შემადგელობით თამაშობდნენ. საკმარისი იყო, არბიტრს ფონტასი გაეძევებინა, რომ სტუმრები საკუთარ საჯარიმოს მიეჯაჭვნენ, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც.
გაძევებამდე კი მატჩის გმირი რაფაელ ალკანტარა იყო - "ბარსელონადან" განათხოვრებულმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და ლა ლიგაში პირველი დუბლი შეასრულა. თითქოს "სელტას" სტუმრად მორიგი (მეოთხე) გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, მაგრამ 4 წუთში ყველაფერი თავდაყირა დადგა - ველამ ჯერ სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი ფონტასს მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა.
ლუის ენრიკემ ცვლილებებს მიმართა, მაგრამ ამან შედეგი მაინც არ გამოიღო - სამწუთიან მონაკვეთში ველამ მორიგი გოლები გაიტანა და არა მარტო მატჩის, ტურის გმირიც გახდა.
"ბარსა" მესის გარეშეც იგებს
ლიონელ მესის, ვიქტორ ვალდესის და დანი ალვეშის არყოფნა "ბარსელონას" არ შეეტყო და კატალონიურმა გუნდმა "გრანადას" დიდი ანგარიშით მოუგო. პირველ ტაიმში სტუმართა კარში ორი პენალტი დაინიშნა - სესკ ფაბრეგასის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ანდრეს ინიესტამ გამოიყენა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს და ინიესტას წინააღმდეგ უხეშობისთვის დანიშნული პენალტი გოლად უკვე ფაბრეგასმა აქცია.
წითელი ბარათის გარეშე ეს შეხვედრაც არ დასრულებულა - მანუელ იტურამ მოედანი 66-ე წუთზე დატოვა და თანაგუნდელები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მეტოქის კაცნაკლულობით ხერარდო მარტინოს შეგირდებმა მხოლოდ ორჯერ ისარგებლეს. 71-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, ნეიმარის საგოლე პასით ალექსის სანჩესმა ისარგებლა და პრიმერას ბოლო 6 შეხვედრაში მე-6 გოლი გაიტანა, შეხვედრას კი წერტილი პედრომ დაუსვა, რომელსაც ფაბრეგასმა გაატანინა - 4:0.
შაბათსაც აღვნიშნეთ, რომ მარტინომ განაცხადში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, 18 წლის კამერუნელი ჟან მარი დონგუ და 17 წლის ესპანელი ადამა ტრაორე შეიყვანა. ეს უკანასკნელი მოედანზე 83-ე წუთზე გამოვიდა და ბოლო საგოლე შეტევაც წამოიწყო.
იხილეთ ვიდეო
რონალდოს ვეღარ აჩერებენ"რეალმა" ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ამ ოთხ შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა, საიდანაც 9 საკუთარ ანგარიშზე კრიშტიანო რონალდომ ჩაიწერა. პორტუგალიელმა, რომელიც ბევრის აზრით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატია, ანგარიში შეხვედრის მესამე წუთზე გახსნა და მასპინძლის განადგურებას სათავე დაუდო.
აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა შეასრულა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა ისკომ, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე ტაიმში თავადაც გაიტანა.
რონალდო კი მართლაც არანორმალურ ფორმაშია: კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში მან 14 გოლი გაიტანა, თუმცა "მედიტერანეოსზე" თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა, რადგან მცირე ტრავმა მიიღო და ანჩელოტიმ ის 54-ე წუთზე შეცვალა. თამაშის შემდეგ რონალდომ გულშემატკივრები დაამშვიდა და განაცხადა, რომ დაზიანება სერიოზული არაა და მან მოედანი პრევენციის მიზნით დატოვა.
მის ნაცვლად კი თამაშში ხესე როდრიგესი ჩაერთო და 20 წლის ფეხბურთელმაც გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუა - ხესემ ორი საგოლე პასი მიითვალა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "სამეფო კლუბს" მისი სახით მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელი ჰყავს.
მისი გადაცემებით ბენზემამ და ისკომ გაიტანეს, გარეთ ბეილმა კი მეტოქის შეცდომით ისარგებლა. მატჩის ბოლო საგოლე კომბინაცია კი ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა, კაზემირომ და ალვარო მორატამ გაითამაშეს.
იხილეთ ვიდეო
"ატლეტიკომ" ხეტაფეს შეურაცხყოფა მიაყენაასეთი უხვგოლიანი დღე კი "ატლეტიკოს" გენიალურმა თამაშმა დახურა. დიეგო სიმეონეს კრებულმა "ხეტაფე" საშვილიშვილოდ შეარცხვინა და თანაქალაქელს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა. არგენტინელმა სპეციალისტმა ჩვეულ ტაქტიკას (4-4-2) უღალატა და თამაში მხოლოდ ერთი ფორვარდით (დავიდ ვილია) დაიწყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ სიმეონე ამ მონახაზს 12 იანვრისთვის ამზადებს, როდესაც "როხიბლანკო" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, დიეგო კოშტა მოედანზე 62-ე წუთზე გამოვიდა, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. კოშტამ დუბლის ავტორი რაულ გარსია შეცვალა და რამდენიმე წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა - ესპანეთის ნაკრების მომავალმა ფეხბურთელმა თავი "მაკრატელა" დარტყმით გამოიჩინა. აღსანიშნავია დავიდ ვილიას და ასევე ცვლილებაზე გამოსული ადრიანის თამაშიც. "ელ გუახემ" ორი გოლის გარდა, საგოლე პასიც შეასრულა (მართალია, შემთხვევით, მაგრამ მაინც), ხოლო ადრიანმა ჯერ ვილიას გაატანინა, ბოლო წამებზე კი თავადაც შეაგდო და სეზონში თავისი პირველი ბურთი გაიტანა.
სამართლიანობისთვის ვთქვათ ისიც, რომ საბოლოო ანგარიშზე (და არა შედეგზე) აქაც გაძევებამ იმოქმედა - "ატლეტიკოს" ყოფილმა მცველმა ხუან ვალერამ ორი ყვითელი ბარათი პირველივე ტაიმში მიიღო.
ლა ლიგა. XIV ტური
ვალიადოლიდი-ოსასუნა 0:1
გოლი: 0:1 ოიერი (84)
ვალიადოლიდი (4-4-2): დიეგო მარინიო - გ. გარსია, მარკ ვალიენტე, ხესუს რუედა, პენია - ებერტი, ა. რუბიო, სასტრე, ბერგდიხი (57. რამა) - ხავი გერა (83. მანუჩო), დ. ლარსონი (56. ოსორიო)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, დამია - პუნიალი, ლოლო - სეხუდო (86. მანუელი), რ. ტორესი (68. ოიერი), დე ლას კუევასი (88. ლოე) - ე. არმენტეროსი
გაფრთხილება: ა. რუბიო, ებერტი, მანუჩო, რამა - რ. ტორესი, პუნიალი, ე. არმენტეროსი, ანდრეს ფერნანდესი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7-10 (3-3); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 12 103
ბარსელონა-გრანადა 4:0
გოლები: 1:0 ინიესტა (20-პენ), 2:0 ფაბრეგასი (40-პენ), 3:0 ა. სანჩესი (71), 4:0 პედრო (90)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პიკე, ბარტრა, ადრიანო - ფაბრეგასი, ბუსკეტსი (74. ა. სონგი), ინიესტა - ა. სანჩესი (74. სერხი რობერტო), ნეიმარი (83. ადამა ტრაორე), პედრო
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მურილიო, ფულკიე - რესიო, იტურა, ფრან რიკო - პიტი (77. იგალო), ბრაჰიმი (77. ბუონანოტე) - ელ-არაბი (72. რიკი)
გაფრთხილება: ნეიმარი, ბუსკეტსი - დიახატე, იტურა, ელ-არაბი
გაძევება: იტურა (66. გრანადა)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13-10 (8-3); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 71 518
სოსიედადი-სელტა 4:3
გოლები: 1:0 ველა (6), 1:1 რაფაელ ალკანტარა (23), 1:2 ალექს ლოპესი (28), 1:3 რაფაელ ალკანტარა (57), 2:3 ველა (61), 3:3 ველა (78), 4:3 ველა (81)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ხოსება სალდუა (80. ხავი როსი), მ. გონსალესი (67. აგირეჩე), ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა, სურუტუსა (38. რუბენ პარდო) - გ. კასტრო, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი - ველა
სელტა (4-3-3): იოელი - უგო მალიო, აურტენეჩე, კაბრალი, ჯ. კასტრო - ალექს ლოპესი (79. მადინდა), ფონტასი, რაფაელ ალკანტარა - ნოლიტო (70. დავიდ კოსტასი), შარლესი (72. სანტი მინა), ა. ფერნანდესი
გაფრთხილება: ჩაბი პრიეტო, ბერგარა - კაბრალი, ფონტასი, იოელი
გაძევება: ფონტასი (65. სელტა)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-24; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 23-10 (12-5); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 24 634
ალმერია-რეალი 0:5
გოლები: 0:1 რონალდო (3), 0:2 ბენზემა (61), 0:3 ბეილი (72), 0:4 ისკო (75), 0:5 მორატა (81)
ალმერია (5-4-1): ესტებანი - ნელსონი, ტორსილიერი, ტრუხილიო, პელერანო (66. ტებარი), დუბარბიერი - ალექს ვიდალი (73. ოსკარ დიასი), ვერსა (59. სორიანო), აზიზი, სუსო - როდრი
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, არბელოა - ჩაბი ალონსო, ილიარამენდი (73. კაზემირო) - ბეილი, ისკო, კრიშტიანო რონალდო (54. ხესე როდრიგესი) - ბენზემა (62. მორატა)
გაფრთხილება: ესტებანი - არბელოა, სერხიო რამოსი
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-35 (4-15); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 13 607
ატლეტიკო-ხეტაფე 7:0
გოლები: 1:0 რაულ გარსია (26), 2:0 ლოპო (37-საკ. კარში), 3:0 ვილია (49), 4:0 რაულ გარსია (52), 5:0 დიეგო კოშტა (69), 6:0 ვილია (78), 7:0 ადრიანი (90)
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, ალდერვეირელდი, ფილიპე ლუიში - ტიაგო, გაბი (71. ოლივერ ტორესი) - კოკე (65. ადრიანი), რაულ გარსია (62. დიეგო კოშტა), არდა თურანი - ვილია
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ხუან ვალერა, ალექსისი, ლოპო, რ. ლაგო - ბორხა (46. ა. აროიო), მიჩელი (60. მოსკერა) - პედრო ლეონი, დიეგო კასტრო, ლაფიტა - ა. კოლუნგა (69. მარიკა)
გაფრთხილება: რაულ გარსია, არდა თურანი - ბორხა, მიჩელი, ხუან ვალერა
გაძევება: ხუან ვალერა (42. ხეტაფე)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 24-2 (13-1); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 35 000
ლევანტე-ვილიარეალი 0:3
გოლები: 0:1 ბრუნო (13-პენ), 0:2 ი. უჩე (74), 0:3 ი. უჩე (89)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ლელი, ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი (66. ბარალი), სიმაო ჟუნიორი - სუმეტრა (12. ხ. ხიმენესი), ელ ჟარი, ივანშიტცი - ბ. დიავარა (23. რუბენ გარსია)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, გაბრიელ პაულისტა, იოკიჩი - კანი, ბრუნო, ტრიგეროსი (78. პინა), ე. პერესი (62. ხ. აკინო) - ხ. პერეირა (66. პერბე), ი. უჩე
გაფრთხილება: ხუანფრანი - მუსაჩიო
გაძევება: კ. ნავასი (10. ლევანტე)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 5-23 (1-9); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 16 000
ვალეკანო-ესპანიოლი 1:4
გოლები: 0:1 სერხიო გარსია (27-პენ), 0:2 სერხიო გარსია (51-პენ), 1:2 საულ ნიგესი (81), 1:3 სერხიო გარსია (83), 1:4 სტუანი (85)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, არბილია, გალეანო (54. ლარივეი), ნაჩო მარტინესი - ტრაშორასი, საულ ნიგესი - ლ. ბანგურა, ხ. ვიერა, იაგო ფალკე (77. ადრი ემბარბა) - ა. ბუენო (26. კობენიო)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - რაულ როდრიგესი, დავიდ ლოპესი - ტორიე (46. სტუანი), ჯ. კორდობა (70. ალექსი), ვიქტორ ალვარესი (62. სიმაო) - სერხიო გარსია
გაფრთხილება: ხ. ვიერა, ნაჩო მარტინესი, არბილია - ტორიე, ვიქტორ ალვარესი, ჯ. კორდობა
გაძევება: რუბენი (25. რაიო ვალეკანო)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-8 (4-5); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 8 924
ელჩე-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 ფიდელი (57), 1:1 ბერნატი (73), 2:1 კრისტიან ერერა (84)
ელჩე (4-2-3-1): მანუ ერერა - დ. სუარესი, ბოტია, ლომბანი, ედუ ალბაკარი - კ. სანჩესი, რივერა - მ. სტევანოვიჩი (54. კორომინასი), ხავი მარკესი (79. კრისტიან ერერა), ფიდელი - ბოაკი (65. მანტეკონი)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო - ხავი ფუეგო (85. ბანეგა), პარეხო - პაბონი (72. ბერნატი), კანალესი, კარტაბია (62. ელდერ პოშტიგა) - ჟონასი
გაფრთხილება: ხავი მარკესი, რივერა, მანტეკონი - რ. კორშტა, ელდერ პოშტიგა
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 9-25 (3-8); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 30 037
სევილია-ბეტისი 4:0
გოლები: 1:0 ბაკა (2), 2:0 მბია (44), 3:0 ვიტოლო (59), 4:0 იბორა (88)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - დიეგო ფიგეირაში, ფასიო, კარიკო, ა. მორენო - იბორა, მბია - ხ. რეიესი (70. პეროტი), რაკიტიჩი, ვიტოლო (85. ხაირო სამპერიო) - ბაკა (76. გამეირო)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ხუანფრანი, პაულაო, ამაია, დიდაკ ვილა - ხავი ტორესი, ნონო - შტაინჰიოფერი (46. ხორდი ფიგერასი), ვერდუ, ვადილიო (60. რუბენ კასტრო) - ხორხე მოლინა (69. მატილია)
გაფრთხილება: ხ. რეიესი — ვადილიო, პაულაო, ნონო, ხავი ტორესი
გაძევება: პაულაო (42. ბეტისი)
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 16-21; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 16-8 (4-1); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 48 000
25 ნოემბერი
მალაგა-ბილბაო 01:00
ბომბარდირები: 17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)
მომდევნო ტური:
29 ნოემბერი:
ხეტაფე-ლევანტე, ვილიარეალი-მალაგა
30 ნოემბერი:
ელჩე-ატლეტიკო, სელტა-ალმერია, რეალი-ვალიადოლიდი, ესპანიოლი-სოსიედადი
1 დეკემბერი:
ბეტისი-ვალეკანო, გრანადა-სევილია, ვალენსია-ოსასუნა, ბილბაო-ბარსელონა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"