ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის წინ: ბასკეთი VS კატალონია

AutoSharing Option
"ატლეტიკი"-"ბარსელონა"
პრიმერა დივიზიონის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი კვირას, ბილბაოში გაიმართება, სადაც "ატლეტიკი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

ერნესტო ვალვერდეს შეგირდები ამ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც იბრძვიან. უკანასკნელ ორ ტურში "ბილბაომ" 6 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე მყოფ "ვილიარეალთან" სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.

"ბარსელონამ" ხერარდო მარტინოს ხელმძღვანელობით პირველი მარცხი განიცადა და გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას სწორედ "სან მამეს ბარიაზე" ეცდება, თუმცა ეს იოლი გასაკეთებლი არ იქნება, რადგან ახალ არენაზე "ატლეტიკს" ჯერ თამაში არ წაუგია (4 მოგება, 2 ფრე. კიდევ 1 საშინაო
მატჩი გუნდმა "ანოეტაზე" მოიგო) და ისედაც, "ბარსას" ბასკეთის უდიდეს ქალაქში თამაში ყოველთვის უჭირდა.

შარშანდელი და შარშანწინდელი დაპისირპირება ერთნაირი ანგარიშით, 2:2 დასრულდა, იმის წინ კი გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.

"ბილბაოს" საკმაოდ დიდი ხანია მეტოქე არ დაუმარცხებია - ბასკებმა "ბარსას" ბოლოს 2006 წელს, ირაოლას, ფელიპეს და ოლეგერის (ავტოგოლი) ბურთების წყალობით, 3:1 მოუგეს.

ბასკებს ტრავმის გამო მხოლოდ კიკე სოლა არ ეყოლებათ, სამაგიეროდ დისკვალიფიკაცია მოიხადა არიც ადურისმა.

გაცილებით სერიოზული დანაკლისი აქვს "ბარსას": ვიქტორ ვალდესი, დანი ალვეში, ჟორდი ალბა და რაც მთავარია, ლიონელ მესი ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. ალვეშმა საერთო ჯგუფთან ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ ექიმების თქმით, მოედანზე დაბრუნება მისთვის ჯერ ადრეა.

სხვა მატჩები
მადრიდის "რეალი" "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს, მეორე მადრიდული გუნდი "ატლეტიკო" კი სტუმრად "ელჩესთან" ითამაშებს.

კრიშტიანო რონალდოს თამაშის საკითხი მატჩის წინ გადაწყდება. კარლო ანჩელოტის თქმით, პორტუგალიელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ 100 პროცენტით იქნება მზად, ხოლო უმცირესი რისკის არსებობის შემთხვევაშიც კი, ის მოედანზე არ გავა.

წესით, რონადლოთი თუ მის გარეშე, "სამეფო კლუბმა" სამი ქულა იოლად უნდა მოიპოვოს. ოთხშაბათს "რეალმა" რონალდოს გარეშე, თანაც 10-კაცით "გალათასარაის" სძლია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ "ვალიადოლიდი" "გალაზე" ძლიერი გუნდი არ უნდა იყოს...

პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში მადრიდის "ატლეტიკომაც", რომელსაც საკმაოდ რთული მატჩი ელის - "ელჩე" შინ კარგად თამაშობს, რაზეც "რეალთან" (1:2, უსამართლოდ დანიშნული პენალტის წყალობით) და "ვალენსიასთან" ჩატარებული (2:1) მატჩებიც მეტყველებს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური
29 ნოემბერი
ხეტაფე-ლევანტე 1:0
ვილიარეალი-მალაგა 1:1

30 ნოემბერი
ელჩე-ატლეტიკო 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანუ დელ მორალი, ალვარო ხიმენესი - მარიო სუარესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2 =0 -2 (7:8)
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (7-7) +4 =1 -1 (17-3)

სელტა-ალმერია 21:00
დისკვალიფიკაცია: ფონტასი (სელტა)
ტრავმა: ბორხა ოუბინია, სამუელ ლორკა - .
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +4 =0 -2 (9:6)
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 (9-10) +3 =0 -3 (4-10)

რეალი-ვალიადოლიდი 23:00
დისკვალიფიკაცია: არბელოა - პატრიკ ებერტი
ტრავმა: კრიშტიანო რონალდო, ხედირა, ფ. კოენტრაო - ოსკარი, ვიქტორ პერესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +19 =9 -4 (72:34)
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 (23-8) +1 =3 -2 (9-8)

ესპანიოლი-სოსიედადი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - კ. მარტინესი, ესტრადა, გრანერო, იფრანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +9 =11 -12 (29:33)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (6-8) +4 =1 -1 (17-11)

1 დეკემბერი
ბეტისი-ვალეკანო 15:00
დისკვალიფიკაცია: პაულაო, ხავი ტორესი, მატილია - რუბენი, არბილია
ტრავმა: ბ. როდრიგესი, პერკისი, ნოსა იგიებორი - ა. პერეა, ზე კასტრო, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7 =5 -6 (26:19)
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 (4-18) +2 =0 -4 (7-13)

გრანადა-სევილია 20:00
დისკვალიფიკაცია: იტურა (გრანადა)
ტრავმა: ფატაუ, მაინსი - პარეხა, ტროხოვსკი, მარინი, ჩერიშევი, სისინიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1 =1 -2 (3:8)
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (6-9) +3 =1 -2 (14-12)

ვალენსია-ოსასუნა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გუაიტა - სისი, ნინო
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +17 =8 -5 (43:18)
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (7-12) +2 =1 -3 (5-9)

ბილბაო-ბარსელონა
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კიკე სოლა - ლიონელ მესი, დანი ალვეში, ვიქტორ ვალდესი, ჯონათან დოს სანტოსი, ხორდი ალბა, იბრაჰიმ აფელაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +6 =11 -29 (40:101)
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (9-6) +5 =1 -0 (14-2)
სავარაუდო შემადგენლობა:
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ლაპორტი, გურპეგი, ბალენსიაგა - მიკელ რიკო, იტურასპე - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი - ადურისი
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, პუიოლი, პიკე, ადრიანო - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - ა. სანჩესი, ფაბრეგასი, ნეიმარი

ბომბარდირები:
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული