"რეალი" კრიშტიანო რონალდოს 10 დეკემბრამდე დაითხოვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ტრავმა მოირჩინა, რომელიც მან 23 ნოემბერს, "ალმერიასთან" მატჩში მიიღო.

"სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის შეეძლო რონალდო "ვალიადოლიდთან" (4:0) ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში გამოეყვანა, მაგრამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი დაასვენა.

"რეალის" სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რონალდო 10 დეკემბრამდე დაასვენოს.

გამომდინარე აქედან, რონალდო ესპანეთის თასზე ვერ ითამაშებს, სადაც "რეალი" "ოლიმპიკ დე შატივას" შეხვდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული