"ბეტისმა" მწვრთნელი გააგდო

AutoSharing Option
სევილიური "ბეტისის" ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა მე-15 ტურში აივსო, როცა "ბეტისმა" შინ ვერ მოახერხა "რაიო ვალეკანოს" დამარცხება (2:2) და მთავარი მწვრთნელი პეპე მელი დაითხოვა. "ბეტისი" 10 ქულით უკანასკნელ ადგილზეა ლა ლიგაში.

50 წლის სპეციალისტის სკამი უკვე დაიკავეს - "ბეტისში" 44 წლის ხუან კარლოს გარიდო მივიდა, რომელიც ბოლოს ბელგიურ "ბრიუგეში" მუშაობდა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს ლა ლიგის სეზონში მხოლოდ მეორე სამწვრთნელო ცვლილებაა - 3 სექტემბერს "ოსასუნამ" ხოსე ლუის მენდილიბარი დაითხოვა და ხავი გრასია მიიწვია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული