"დიდი სემი" დაბრუნდა - ელერდაისს "ლიდსის" გადარჩენა დაავალეს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა "ლიდსმა" გვაუწყა, რომ გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია სემ ელერდაისმა შეცვალა.

68 წლის სპეციალისტი გუნდს დარჩენილ 4 შეხვედრაში გაუძღვება და თუ ელიტაში ადგილს შეინარჩუნებენ, ახალ კონტრაქტზე მხარეები დაილაპარაკებენ.

საინტერესოა, რომ გამოცდილი მენეჯერი 2 წლის განმავლობაში უმუშევარი იყო. ელერდაისს არაერთ ინგლისურ კლუბში უმუშავია, ბოლოს კი 2021 წელს "ვესტ ბრომვიჩიდან" დაითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიდსის პატრონები მაგარი არეულები არიან რა ეცლიატ იმ მარჩისტვოს უარეს შედეგს ხო არ დადებდა
არა რუსეთს
15:55 03-05-2023
0

სიახლეები პოპულარული