ესპანეთში 2012/13 წლების სეზონის რჩეულები დაასახელეს: ჯერ მესი, მერე რონალდო...

AutoSharing Option
ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ვერსიით, ლიონელ მესი ლა ლიგის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელია, კრიშტიანო რონალდო კი - ყველაზე ღირებული ფეხბურთელი.

რონალდომ გასულ სეზონში 34 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი მიითვალა და პრიმერას ვერცხლისპრიზიორი გახდა. პორტუგალიელმა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

"კარგი წელიწადი მქონდა და ეს ჯილდო ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ის მე მოტივაციას მმატებს, რათა კიდევ უფრო უკეთ გავისარჯო.

პრიმერა - მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, მე კი პლანეტის საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. ასე რომ, ბედნიერი ვარ.
თავს "რეალის" მნიშვნელოვან ფიგურად მივიჩნევ და კლუბთან კონტრაქტი ხუთი წლით გავახანგრძლივე.

იმედი მაქვს, მომავალ წელს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს მე მომცემენ",
- აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ოფიციალური საიტი.

რაც შეეხება "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს, მესი ცერემონიალზე არ იმყოფებოდა, მის მაგივრად კი ჯილდო კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ჩაიბარა.

ასევე, გაირკვა ლაურეატები სხვა ნომინაციებში:

საუკეთესო მეკარე - ტიბო კურტუა (ატლეტიკო)

საუკეთესო მცველი - სერხიო რამოსი (რეალი)

საუკეთესო ნახევარმცველი - ასიერ ილიარამენდი (რეალი/რეალ სოსიედადი)

საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

წლის აღმოჩენა - ასიერ ილიარამენდი (რეალი/რეალ სოსიედადი)

წლის მწვრთნელი - დიეგო სიმეონე (ატლეტიკო)

ფეარ-პლეის ჯილდო - იკერ კასილიასი (რეალი) და "ატლეტიკი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული