"ბლაუგრანა" მზადაა, არგენტინელი ფეხბურთელი იანვარში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლოა შედგეს, თუ "ბარსელონა" მასკერანოს შემცვლელს მოძებნის.
მიმდინარე ჩემპიონატში მასკერანომ "ბარსელონას" მაისურით 9 მატჩი ჩაატარა.