ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტურის წინ: ძალიან საინტერესო მატჩები

AutoSharing Option
პრიმერა დივიზიონი ორკვირიანი პაუზის შემდეგ რამდენიმე ძალიან საინტერესო მატჩით გვიბრუნდება.

მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება, სადაც "ბარსელონა" "ვილიარეალს" უმასპინძლებს.

არანაკლებ რთული მატჩები ელით ჩემპიონატის სხვა ლიდერებსაც - "ატლეტიკო" "ვალენსიას" ხვდება, "რეალი"კი პამპლონას ეწვევა.

"ბარსელონა"-"ვილიარეალი"
"სელტიკის" განადგურების შემდეგ ხასიათზე მოსული "ბარსელონა" მეხუთე ადგილზე მყოფ "ვილიარეალს" უმასპინძლებს, რომელთანაც წელს ვერც "ატლეტიკომ" იმარჯვა და ვერც "რეალმა", თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ლიდერს "ყვითელი წყალქვეშა ნავი" "ელ მადრიგალზე" ეთამაშა, აი, "ბარსას" კი "ნოუ კამპზე" ხვდება, სადაც კატალონიურ გუნდს ჯერ ქულა არ
დაუკარგავს.

ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩი ხერარდო მარტინოს შეგირდებმა ბილბაოს "ატლეტიკთან" წააგეს, მაგრამ მას შემდეგ ჯერ ესპანეთის თასზე იმარჯვეს ("კარტახენასთან", 4:1), შემდეგ კი "სელტიკი" შეარცხვინეს (6:1).

კატალონიელებს ადრიანოს იმედი არ უნდა ჰქონდეთ - ბრაზილიელი დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა ჟორდი ალბა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ.

საეჭვოა დანი ალვეშის ასპარეზობა. თუ ბრაზილიელი მზად არ იქნება, სასტარო შემადგენლობაში მარტინ მონტოია უნდა მოხვდეს.

კარგი ამბებია სტუმართა ბანაკშიც: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯოვანი დოს სანტოსი ჯანზეა და ყოფილ გუნდთან სათამაშოდ ემზადება.

მექსიკელმა ფეხბურთელმა წინა ტურის შეხვედრაშიც ითამაშა და თასზეც ("ელჩესთან, 2:2) იასპარეზა, სადაც თავი გოლითაც გამოიჩინა.

"რეალი" პამპლონაში, "ღამურები" მადრიდში
რთული მატჩების მოლოდინში არიან მადრიდული კლუბებიც - "რეალს" პამპლონაში თითქმის ყოველთვის უჭირს, "ატლეტიკოს" კი "ვალენსიასთან" ჩემპიონატში უკვე 6 მატჩია არ მოუგია, თუმცა ამ სეზონში "ოსასუნა" შინ დიდი წარმატებით ვერ თამაშობს, "ვალენსიას" კი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აქვს.

"რეინო დე ნავარაზე" ჩატარებული 7 მატჩიდან "ოსასუნამ" მხოლოდ 2 მოიგო და 1 დაასრულა ფრედ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფრეს გუნდმა "ბარსელონასთან" მიაღწია.

"სამეფო კლუბს" ამ სტადიონზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, შარშანდელი შეხვედრა კი ფრედ, 0:0 დასრულდა.

კარლო ანჩელოტის პამპლონაში თითქმის უძლიერესი შემადგენლობა მიჰყავს - "რეალს" მხოლოდ სამი ხედირა, ფაბიო კოენტრაო და რაფაელ ვარანი არ ეყოლება. რაც მთავარია, ჯანმრთელადაა კრიშტიანო რონალდო, რომელმაც შუა კვირაში "კოპენჰაგენს" გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენიც გახდა.

ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა "ატლეტიკომაც", რომელიც ამ ტურში "ვალენსიას" უმასპინძლებს და ამ გუნდთან ჩემპიონატში არსებული 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ეცდება. "როხიბლანკომ" "ღამურებს" 2012 წელს ორჯერ კი მოუგო, მაგრამ ეს მატჩები ევროპალიგის ეგიდით გაიმართა, აი, ლა ლიგაში კი უკანასკნელი გამარჯვება მადრიდელებმა 2010 წელს მოიპოვეს, როდესაც შინ 9-კაციანი "ვალენსიას" 4:1 სძლიეს.

"ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკოს" ბოლო 7 მატჩი აქვს მოგებული (ჩემპიონატში). თუ ეს წარმატებული სერია გააგრძელა, არაა გამორიცხული, დიეგო სიმეონეს გუნდი ამ ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერიც გახდეს.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი სევილიაში უნდა გაიმართოს - "სევილია" ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია - ზედიზედ მოპოვებული სამ-სამი გამარჯვების წყალობით, ბასკები მეოთხე ადგილზე გადავიდნენ, "სევილია" კი მერვეა და მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩება.

სტუმრებს საკადრო პრობლემა თითქმის არ აქვთ (მხოლოდ კიკე სოლა აკლიათ), აი, უნაი ემერის კი რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი აკლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, "სევილიას" საკმაო რაოდენობის მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავს და "ატლეტიკს" "სანჩეს პისხუანზე" იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური
13 დეკემბერი
ლევანტე-ელჩე 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლელი, დ. ნავარო, ივანშიტცი, ელ ადუა, ექტორ როდასი, ბ. დიავარა, პალიარდო - მანუ დელ მორალი, ა.ხიმენესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7 =9 -2 (26:18)
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (4-7) +2 =2 -2 (7-8)

14 დეკემბერი
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 23:00
ბარსელონა-ვილიარეალი
დისკვალიფიკაცია: ადრიანო - ბრუნო
ტრავმა: მესი, ვ. ვალდესი, ჯონათან დოს სანტოსი, აფელაი - ფარინოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +13 =7 -8 (48:36)
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 (14-3) +2 =2 -2 (6-6)
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - ა. სანჩესი, ფაბრეგასი, ნეიმარი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, გაბრიელ პაულისტა, იოკიჩი - ხ. აკინო, ტრიგეროსი, პინა, კანი - ი. უჩე, ჯოვანი დოს სანტოსი

ოსასუნა-რეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: პუნიალი (ოსასუნა)
ტრავმა: სისი, ნინო - ხედირა, ვარანი, ფ. კოენტრაო
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +5 =6 -17 (28:55)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (4-10) +5 =0 -1 (25-8)

ვალეკანო-გრანადა 21:00
დისკვალიფიკაცია: საულ ნიგესი - ბუონანოტე
ტრავმა: გალვესი, როდრი, ა. პერეა, ზე კასტრო, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი - მაინსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3 =2 -1 (6:5)
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (8-15) +3 =0 -3 (7-9)

მალაგა-ხეტაფე 01:00
დისკვალიფიკაცია: ბორხა, სერხიო ესკუდერო (ხეტაფე)
ტრავმა: ი. კამაჩო, ელ ჰამდაუი, კასადო, სანტა კრუსი, ფლავიო - ლაფიტა, ლისანდრო ლოპესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +9 =3 -6 (28:26)
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (6-13) +3 =1 -2 (6-9)

15 დეკემბერი
ალმერია-ესპანიოლი 15:00
დისკვალიფიკაცია: ხავი ლოპესი (ესპანიოლი)
ტრავმა: პელერანო, როდრი, კორონა - .
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3 =1 -4 (9:12)
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (5-10) +1 =1 -4 (6-10)

სოსიედადი-ბეტისი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრანერო, გ. კასტრო, ესტრადა, იფრანი - ბ. როდრიგესი, პერკისი, ნოსა იგიებორი
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +8 =10 -12 (29:39)
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (17-11) +0 =2 -4 (5-18)

სევილია-ბილბაო 22:00
დისკვალიფიკაცია: რაკიტიჩი (სევილია)
ტრავმა: პეროტი, ვიტოლო, პარეხა, ტროხოვსკი, მარინი, ჩერიშევი, სისინიო - კიკე სოლა
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +17 =10 -9 (58:40)
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 (14-11) +4 =1 -1 (8-6)

ატლეტიკო-ვალენსია 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიო სუარესი - გუაიტა
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +11 =12 -19 (46:64)
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (19-2) +2 =1 -3 (9-10)

16 დეკემბერი
ვალიადოლიდი-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: სასტრე (ვალიადოლიდი)
ტრავმა: რამა, ოსკარი, ვიქტორ პერესი - სამუელ ლორკა
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +5 =11 -16 (30:50)
ბოლო 6 მატჩი
+0 =3 -3 (6-12) +3 =0 -3 (12-10)

ბომბარდირები:
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 9 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ქარიმ ბენზემა (რეალი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული