ნეიმარის დუბლით
"ბარსელონამ" "აიაქსთან" და ბილბაოს" ატლეტიკთან" წაგებული მატჩების შემდეგ ჯერ "კარტახენას" (4:1) მოუგო, შემდეგ კი "სელტიკს" (6:1). ხერარდო მარტინოს შეგირდებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება უკვე ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით მოიპოვეს, სადაც "ვილიარეალს" სძლიეს. შეხვედრის გმირი ნეიმარი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაში შესრულებული ჰეთ თრიქის შემდეგ ლა ლიგაში დუბლი გაიფორმა და
პირველ ტაიმში მაყურებლებმა მხოლოდ ერთი გოლი იხილეს, რომელიც ბრაზილიელმა პენალტით გაიტანა, მეორე ნახევრის დებიუტში კი "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ამოყვინთა და მატეო მუსაჩიოს თავურით ანგარიში გაათანაბრა. "ბარსას" მომენტების შექმნა უჭირდა, სტუმრები კი თავს საკმაოდ კარგად იცავდნენ.
ყველაფერი ერთმა გენიალურმა პასმა გადაწყვიტა - სესკ ფაბრეგასმა ალექსის სანჩესის მოძრაობა დაინახა და უზუსტესი გადაცემით ჩილელი მეკარესთან პირისპირ დატოვა.
"ბარსელონას" ფორვარდმა ეგოისტურად არ იმოქმედა და ცარიელ კართან მყოფ ნეიმარს გადააწოდა, რომელმაც, რა თქმა უნდა, გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მარსელინიოს შეგირდები ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ სტუმრებს ერთი რეალური მომენტიც კი არ ჰქონიათ. პირიქით, გოლის გატანა უფრო კატალონიელებს შეეძლოთ, მაგრამ ნეიმარს ზედიზედ მეორე ჰეთ თრიქამდე ცოტა დააკლდა.
სხვათა შორის, ბრაზილიელმა ამ შეხვედრაში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო მორიგ ტურში "ხეტაფესთან" ვერ ითამაშებს.
"ტატა" მარტინოს გუნდმა შინ (ჩემპიონატში) ზედიზედ 23-ე გამარჯვება მოიპოვა და "რეალთან" არსებული 3-ქულიანი უპირატესობა 5-მდე გაზარდა.
"რეალი" წაგებას გადაურჩა
პამპლონაში თამაში ყველას უჭირს, მათ შორის, "რეალს" და "ბარსას". წელს "რეინო დე ნავარაზე" ქულები "ბარსელონამაც" დაკარგა (0:0) და "რეალმაც", რომელიც 44-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა და სერხიო რამოსის გაძევების გამო კაცნაკლული იყო. ნავარელთა მხრიდან დუბლი ორიოლ რიერამ შეასრულა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.
"სამეფო კლუბს" მხსნელად კი ისკო მოევლინა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ბურთი გაიტანა და მასპინძლებს გოლი "გასახდელში გაატანა", მოგვიანებით კი თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიში დიდხანს არ იცვლებოდა, 79-ე წუთზე კი არბიტრმა მასპინძლებს ფრანსისკო სილვა გაუძევა, რამდენიმე წამში კი ისკოს გადაცემით პეპემ გაიტანა. კარლო ანჩელოტის გუნდს წინ კიდევ 10 წუთი ჰქონდა, მაგრამ "რეალმა" სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პამპლონაში თამაში "რეალს" ყოველთვის უჭირს. მართალია, მადრიდელებმა 2012 წელს ამ სტადიონზე 5:1 მოიგეს, მაგრამ ამ მატჩის გარდა, ბოლო 6 შეხვედრიდან "რეალს" ნავარაში ერთიც არ მოუგია.
შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტი არბიტრის, კლოს გომესის გარჯით უკმაყოფილო იყო:
"ახლაც ვერ ვხვდები, რატომ გააძევა არბიტრმა რამოსი. განსაკუთრებულ უხეშობას ადგილი არც პირველ ეპიზოდში ჰქონდა და არც მეორეში. მართალია, მსაჯის ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი - ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და თითქოს უიმედო სიტუაციაში მყოფებმა, კინაღამ მოვიგეთ".
მსაჯობით უკმაყოფილო იყო დიეგო ლოპესიც: "ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. საუკეთესოდ ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ შეხვედრის საბოლოო შედეგი, დიდწილად, არბიტრის შეცდომებმა განაპირობა. რამოსის გაძევების ეპიზოდი კარგად არ დამინახავს და ბევრს ვერაფერს ვიტყვი; სამაგიეროდ, კარგად დავინახე, რომ მოდრიჩის წაქცევისას პენალტი უნდა დანიშნულიყო," - განაცხადა "რეალის" მეკარემ.
"ბეტისს" ახალმა ცოცხმაც ვერ უშველა
სევილიის "ბეტისმა" ლა ლიგაში ახალი მთავარი მწვრთნელის, ხუან გარიდოს ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი ჩაატარა და მორიგი მარცხი განიცადა. "სოსიედადმა" მეტოქეს ხუთი გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი მიიღო. ბასკების რიგებში განსაკუთრებით კარგად სამმა ფეხბურთელმა ითამაშა: იმანოლ აგირეჩემ დუბლი შეასრულა, ანტუან გრიზმანმა ჩემპიონატში თავისი მე-10 გოლი გაიტანა და პრაქტიკულად, ყველა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, 21 წლის რუბენ პარდომ კი სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
"სოსიედადმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მე-6 პოზიცია შეინარჩუნა, "ბეტისი" კი ისევ ბოლოა და გუნდს უკვე 8 ტურია არ მოუგია, თანაც, ამ 8 შეხვედრაში სევილიელებმა მხოლოდ ერთი ქულა (!) აიღეს.
მეორე სევილიურ-ბასკური დაპირისპირება კი ფრედ, 1:1 დასრულა. შეხვედრის ორივე გოლი პირველ 6 წუთში გავიდა - ჯერ ალბერტო მორენომ გაიტანა, შემდეგ კი მარკელ სუსაეტამ გაათანაბრა. საბოლოოდ, "ბილბაოს" გარემარბი მატჩის ანტიგმირი გახდა, რადგან პირველი ტაიმის ბოლო წამებზე 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
ლა ლიგა. XVI ტური
ლევანტე-ელჩე 2:1
გოლები: 0:1 საპუნარუ (26), 1:1 ბარალი (41), 2:1 ბარალი (80)
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი, ვინტრა, კარაბელასი, ხუანფრანი - პ. დიოპი, სიმაო ჟუნიორი - ელ ჟარი (80. სუმეტრა), სერჟიუ პინტუ (46. რუბენ გარსია), პედრო რიოსი - ბ. დიავარა (38. ბარალი)
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - საპუნარუ (75. მანტეკონი), სერხიო პელეგრინი, ბოტია, ედუ ალბაკარი - რუბენ პერესი, კ. სანჩესი - კარლეს ხილი, კორომინასი, ფიდელი (64. აარონ ნიგესი) - ბოაკი (78. კრისტიან ერერა)
გაფრთხილება: ვინტრა, კარაბელასი, ელ ჟარი, სუმეტრა - ბოაკი, ბოტია, მანტეკონი, კრისტიან ერერა
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-7 (3-2); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 12 800
ოსასუნა-რეალი 2:2
გოლები: 1:0 ორიოლ რიერა (16), 2:0 ორიოლ რიერა (39), 2:1 ისკო (45), 2:2 პეპე (80)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, არიბასი, ლოტიე, დამია - ლოლო, ფ. სილვა - სეხუდო, რ. ტორესი (76. ოიერი), ე. არმენტეროსი (81. ლოე) - ორიოლ რიერა (86. მანუელი)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანი კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი (65. ნაჩო) - ბეილი (55. დი მარია), ისკო (84. ხესე როდრიგესი), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა
გაფრთხილება: არიბასი, სეხუდო, დამია, რ. ტორესი, ფ. სილვა - პეპე, სერხიო რამოსი
გაძევება: სერხიო რამოსი (44. რეალი), ფ. სილვა (79. ოსასუნა)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11-17 (7-4); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 15 978
ვალეკანო-გრანადა 0:2
გოლები: 0:1 ფრან რიკო (35), 0:2 რიკი (89)
რაიო ვალეკანო (4-3-3): რუბენი - ტიტო, გალეანო (46. მოხიკა), გალვესი, ნაჩო მარტინესი - ტრაშორასი, რაულ ბაენა (81. იაგო ფალკე), ა. ბუენო - ლ. ბანგურა, ლარივეი, ხ. ვიერა (76. ნ. კასტილიო)
გრანადა (4-3-3): რობერტო - ფულკიე, მაინსი, მურილიო, ანგულო - ფრან რიკო, იტურა, იებდა - პიტი, ელ-არაბი, ბრაჰიმი
გაფრთხილება: გალვესი, გალეანო, ნაჩო მარტინესი, ლარივეი, კობენიო (სათადარიგო) - პიტი, იებდა, ანგულო, ფრან რიკო, რიკი
გაძევება: ნაჩო მარტინესი (43. რაიო ვალეკანო)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 20-21; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 17-13 (8-3); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 8 297
ბარსელონა-ვილიარეალი 2:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (30-პენ), 1:1 მუსაჩიო (48), 2:1 ნეიმარი (68)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, ბარტრა, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ა. სონგი (62. ჩავი), ინიესტა - ა. სანჩესი (83. პედრო), ფაბრეგასი (87. სერხი რობერტო), ნეიმარი
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხაუმე კოსტა - პინა, ედუ რამოსი (64. ი. უჩე) - ხ. აკინო (74. ხ. პერეირა), ტრიგეროსი, ე. პერესი (69. იოკიჩი) - ჯოვანი დოს სანტოსი
გაფრთხილება: - ტრიგეროსი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 7-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 13-3 (7-1); ბურთის ფლობა: 76%-24%
მაყურებელი: 66 130
მალაგა-ხეტაფე 1:0
გოლი: 1:0 სანტა კრუსი (75)
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი, ანტუნეში - ტისონე, ი. კამაჩო - პორტილიო, პ. მორალესი (74. სანტა კრუსი), ელიზეუ (68. დუდა) - ხუანმი (87. დარდერი)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო (85. ლაფიტა), ალექსისი, რაფა, რ. ლაგო - ლასენი (76. ა. კოლუნგა), მოსკერა - პედრო ლეონი, პ. სარაბია (70. გავილანი), დიეგო კასტრო - მარიკა
გაფრთხილება: ელიზეუ, დუდა, ხუანმი, ველიგტონი - ა. აროიო, რაფა, მარიკა, ა. კოლუნგა
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 21-6 (4-3); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 16 810
ალმერია-ესპანიოლი 0:0
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - ნელსონი, ტრუხილიო, პელერანო, დუბარბიერი - ვერსა, აზიზი - ალექს ვიდალი, სორიანო, სუსო - ოსკარ დიასი
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - რაულ როდრიგესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - დავიდ ლოპესი, ვიქტორ სანჩესი - სტუანი, სერხიო გარსია, ტორიე - ჯ. კორდობა
გამოუყენებელი პენალტი: ვერსა (24. ალმერია)
გაფრთხილება: - ე. მორენო, სერხიო გარსია
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-16 (4-6); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 10 000
სოსიედადი-ბეტისი 5:1
გოლები: 1:0 აგირეჩე (6), 1:1 ხორხე მოლინა (19), 2:1 ანსოტეგი (55), 3:1 გრიზმანი (62), 4:1 აგირეჩე (68), 5:1 ჩაბი პრიეტო (85)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ხოსე ანხელი - ბერგარა, რუბენ პარდო (75. ელუსტონდო) - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (80. გ. კასტრო) - აგირეჩე (72. სეფეროვიჩი)
ბეტისი (4-2-3-1): ს. ანდერსენი - ჩიკა, პაულაო, ამაია, ნაჩო - ლ. რეიესი, ნონო (60. ხუანფრანი) - ვადილიო (72. სალვა სევილია), ვერდუ (72. მატილია), რუბენ კასტრო - ხორხე მოლინა
გაფრთხილება: ჩაბი პრიეტო, ი. მარტინესი, ანსოტეგი, გრიზმანი - ამაია, ხორხე მოლინა
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 20-14 (9-3); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 24 069
სევილია-ბილბაო 1:1
გოლები: 1:0 ა. მორენო (4), 1:1 სუსაეტა (6)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - დიეგო ფიგეირაში, კალა (60. იბორა), ფასიო, ფ. ნავარო - მბია, კარიკო - ვიტოლო, ხ. რეიესი (66. პეროტი), ა. მორენო - ბაკა (78. გამეირო)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მიკელ რიკო (90. სან ხოსე) - სუსაეტა (82. იბაი გომესი), ანდერ ერერა, მუნიაინი - ტოკერო (61. ადურისი)
გამოუყენებელი პენალტი: სუსაეტა (45. ბილბაო)
გაფრთხილება: დიეგო ფიგეირაში, ბაკა, ვიტოლო, მბია - გურპეგი
კუთხური: 8-9; ჯარიმა: 21-9; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 14-13 (2-4); ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 31 456
ატლეტიკო-ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (59), 2:0 რაულ გარსია (64), 3:0 დიეგო კოშტა (81-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ტიაგო, არდა თურანი (84. ადრიანი) - დიეგოკოშტა, ვილია (61. რაულ გარსია)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, ვიქტორ რუისი, მატიო, გუარდადო (76. პ. პიატი) - პარეხო, ორიოლ რომეუ - ფეგული (66. პაბონი), კანალესი, ბერნატი - ჟონასი (60. პაკო ალკასერი)
გამოუყენებელი პენალტი: დიეგო კოშტა (75. ატლეტიკო)
გაფრთხილება: ხუანფრანი, დიეგოკოშტა - ორიოლ რომეუ, ფეგული, პარეხო, ვიქტორ რუისი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-3 (6-0); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 46 200
16 დეკემბერი
ვალიადოლიდი-სელტა 01:00
ბომბარდირები: 17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 10 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ჟონასი (ვალენსია), ლიონელ მესი (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)
მომდევნო ტური
20 დეკემბერი:
ელჩე-მალაგა
21 დეკემბერი:
ვილიარეალი-სევილია, ბეტისი-ალმერია, ატლეტიკო-ლევანტე, გრანადა-სოსიედადი
22 დეკემბერი:
ესპანიოლი-ვალიადოლიდი, ხეტაფე-ბარსელონა, ბილბაო-რაიო ვალეკანო, სელტა-ოსასუნა, ვალენსია-რეალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"