"ვალენსიამ" მიროსლავ ჯუკიჩი დაითხოვა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდის "ატლეტიკოსთან" წაგების შემდეგ (0:3) მიროსლავ ჯუკიჩი სამსახურის გარეშე დარჩა. "ვალენსიას" ხელმძღვანელობამ სერბი სპეციალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.

"უნდა მოგახსენოთ, რომ მიროსლავ ჯუკიჩი "ვალენსიას" დამრიგებელი აღარ არის. ძალიან სამწუხარო დღეა, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა გამოსავალი აღარ გვქონდა," - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ამადეო სალვომ.

47 წლის ჯუკიჩი "ღამურებში" სეზონის დაწყების წინ დაინიშნა, მაგრამ "ვალენსიამ" მის ხელში საკმაოდ ცუდი სტარტი აიღო, 16 ტურში 8 მარცხი განიცადა და 20 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.

იქამდე, სანამ მწვრთნელს იპოვიან,
"ღამურებს" დროებით ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი ნიკო ესტევესი უხელმძღვანელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული