ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური: გრანდებს როდრიგესებმა მოაგებინეს [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგაში 2013 წლის ბოლო ტური საკმაოდ შედეგიანი გამოდგა - 10 შეხვედრაში გუნდებმა 37 გოლი გაიტანეს. გაუჭირდა მადრიდის "ატლეტიკოს", მაგრამ კერკეტი კაკალი "ლევანტე" ბოლოს მაინც გატეხა. უფრო ცუდად დაიწყო თავისი მატჩი "ბარსელონამ", მაგრამ თამაშის ბედი პირველივე ტაიმში შემოატრიალა.

"ალფონსო პერეს კოლისეუმზე" შეკრებილი პუბლიკა თვალებს არ უჯერებდა: "ხეტაფე" მრისხანე "ბარსელონას" 15 წუთის შემდეგ 2:0-ს უგებდა. მართალია, სტუმრები ლეო მესის და ნეიმარის გარეშე თამაშობდნენ, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ამ დროს ბევრს, ალბათ, 2007 წლის 10 მაისი გაახსენდა, როდესაც "კოპა დელ
რეის" 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრაში "ხეტაფემ" "ბარსელონას" 4:0 მოუგო, პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის (2:5) რევანში აიღო და ფინალში გავიდა. სულ ტყუილად...

შეხვედრის გმირი არა მასპინძელთა რომელიმე მცველი, არამედ პედრო როდრიგესი გახდა, რომელმაც სეზონში მეორე ჰეთ თრიქი შეასრულა და გარდა ამისა, ფაბრეგასსაც გაატანინა. აღსანიშნავია, რომ კანარის კუნძულებზე დაბადებულმა ფორვარდმა პირველი ჰეთ თრიქიც მადრიდში გაიფორმა, როდესაც "რაიო ვალეკანოს" ქომაგები დაამწუხრა.

"ხეტაფეს" ორივე ბურთი მცველების ანგარიშზეა: ჯერ სერხიო ესკუდერომ გაიტანა, ზუსტად ხუთ წუთში კი თავი ლისანდრო ლოპესმა გამოიჩინა. ამის მერე საქმეს ხელი პედრომ მოჰკიდა - 26 წლის თავდამსხმელმა 9 წუთში ჰეთ თრიქი შეასრულა და "ბარსას" პირველი ტაიმი მოაგებინა. პირველ შემთხვევაში პედროს სესკ ფაბრეგასმა გაატანინა, რამდენიმე წუთში კი ასისტენტად ანდრეს ინიესტა მოგვევლინა. თითქოს ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 43-ე წუთზე "ბარსას" 7-იანმა კიდევ ერთხელ გაისროლა და ანგარიში 2:3 გახდა.

მეორე ნახევარში შესანიშნავი შანსი მიეცა დიეგო კასტროს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. შედეგად, მადრიდელები დაისაჯნენ - პედრომ ფაბრეგასს ბურთი ფეხზე დაასვა და ამ უკანასკნელმაც მოიას შანსი არ დაუტოვა. საბოლოო წერტილი იმავე ფაბრეგასმა დასვა, რომელმაც ისევ და ისევ პედროს წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი გამოიყენა - 2:5.

3 გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი - პედრომ ერთდროულად მესიც შეცვალა და ნეიმარიც.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო კოშტას მორიგი გოლები
"ლევანტემ" "ატლეტიკოს" სერიოზული ბრძოლა გაუმართა და ოდნავ რომ გამართლებოდა, ვინ იცის, იქნებ მადრიდიდან ქულაც კი წამოეღო. ანდრეას ივანშიტცმა სტუმრები უკვე მეორე წუთზე დააწინაურა, რის შემდეგაც ვალენსიელები საკუთარ საჯარიმოსთან ჩაიკეტნენ. დიეგო სიმეონეს კრებულმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, რაც დიეგო გოდინის გოლშიც აისახა. პირველ ტაიმში "როხიბლანკომ" ვერაფერი მოახერხა, სამაგიეროდ, მეორე ნახევრის დებიუტში თავისი მორიგი გოლი გაიტანა დიეგო კოშტამ და ფავორიტი დააწინაურა.

მიუხედავად ამისა, ხოაკინ კაპაროსის გუნდს დანებებაზე არც უფიქრია - "ბაყაყებმა" მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და წონასწორობა აღადგინეს.

"ატლეტიკოს" შინ ჩატარებულ 8 შეხვედრაში 8 მოგება ჰქონდა, პედრო რიოსის გოლის შემდეგ კი ამ შესანიშნავ სერიას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ყველაფერი დედაქალაქელთა სასიკეთოდ დასრულდა. 77-ე წუთზე შეტევაში ჩართული ხუანფრანი და რუბენ გარსია ერთმანეთს საჯარიმოში შეეჯახნენ. არბიტრმა 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც დიეგო კოშტამ გამოიყენა.

განსხვავებული მატჩები ჩაატარეს ხუანფრანებმა - "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველმა საგოლე პასი გააკეთა (გოდინს გაატანინა) და პენალტი მოიპოვა, "ლევანტეს" ვეტერანმა მარცხენა მცველმა კი ბოლო წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქაც როდრიგესი
შესანიშნავი მატჩი გაიმართა "მესტალიაზე", სადაც სტუმრად მადრიდის "რეალი" ჩავიდა და დედაქალაქში 3 ქულით დაბრუნდა. მასპინძლებმა, რომელთაც ნიკო ესტევესი უკანასკნელად ხელმძღვანელობდა, "სამეფო კლუბს" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. შეხვედრას ესწრებოდა ხუან ანტონიო პიცი, რომელიც "ღამურებს" მომავალი ტურიდან დამოძღვრავს.

"რეალი" შეხვედრის განმავლობაში სამჯერ დაწინაურდა, "ღამურებმა" კი სათანადო პასუხის გაცემა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს. გარეთ ბეილის ნაცვლად ძირითადში მოხვედრილმა ანხელ დი მარიამ ანგარიში კი გახსნა, მაგრამ მისმა თანამემამულე პაბლო პიატიმ საკმაოდ მალე გაათანაბრა, თუმცა ტაიმი მაინც "სამეფო კლუბმა" მოიგო - კრიშტიანო რონალდომ სეზონში თავისი მე-18 გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეუტიეს და დანი პარეხოს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში ჟერემი მატიომ გაათანაბრა, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც მადრიდელებმა თქვეს - მოედანზე რამდენიმე წუთით ადრე გამოსულმა ხესე როდრიგესმა ლუკა მოდრიჩის გადაცემა მიიღო და ვისენტე გუაიტას ახლო კუთხეში გაუტანა - 2:3.

"რეალმა", კონკურენტების მსგავსად, რთული გამარჯვება მოიპოვა და წინ მყოფ ორ ლიდერთან 5-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წარმატებული და წარუმატებელი სევილიელები
უნაი ემერის "სევილიამ" "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალს" მოუგო და დაუმარცხებელი სერია 5 მატჩამდე გაზარდა. ამ პერიოდში ანდალუსიელებმა 13 ქულა მოაგროვეს, რამაც მათ ჩემპიონთა ლიგის ზონასთან მიახლოების საშუალება მისცა. "ვილიარეალმა" კი ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და მარსელინიოს გუნდი მეექვსე ადგილამდე დაეშვა.

კვლავ ბოლო პოზიციაზეა "ბეტისი", რომელიც შინ "ალმერიასთან" დამარცხდა. "თეთრ-მწვანეები" კატასტროფულ მდგომარეობაში არიან - "ბეტისს" უკვე 11 მატჩია არ მოუგია (2 ფრე და 9 წაგება), თანაც ამ შეხვედრებში გუნდმა 10 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი 32 მიიღო.

ლა ლიგა. XVII ტური

ელჩე-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 ი. კამაჩო (6)
ელჩე (4-2-3-1): ტონიო - დ. სუარესი, ბოტია, ს. პელეგრინი, ედუ ალბაკარი - კ. სანჩესი, რუბენ პერესი (81. აარონ ნიგესი) - კარლეს ხილი, კორომინასი, ფიდელი (65. მანტეკონი) - ბოაკი (73. კრისტიან ერერა)
მალაგა (4-2-3-1): ვ. კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, ველიგტონი, ანტუნეში - ტისონე, ი. კამაჩო - პ. მორალესი (55. სამუ), პორტილიო (79. ანხელერი), დუდა (90. სანტა კრუსი) - ხუანმი
გაფრთხილება: დ. სუარესი, კ. სანჩესი, ედუ ალბაკარი, კორომინასი - ი. კამაჩო, ხესუს გამესი, ტისონე, დუდა
გაძევება: დ. სუარესი (60. ელჩე)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8-6 (2-2); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 19 124

ვილიარეალი-სევილია 1:2
გოლები: 0:1 კალა (24), 0:2 ბაკა (71), 1:2 პერბე (88-პენ)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, გაბრიელ პაულისტა, ხაუმე კოსტა - ხ. აკინო (46. პინა), ბრუნო (72. ხ. პერეირა), ტრიგეროსი, ე. პერესი - ჯოვანი დოს სანტოსი, ი. უჩე (67. პერბე)
სევილია (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, ფასიო, კალა, ფ. ნავარო - იბორა, კარიკო - ხ. რეიესი (73. ხაირო სამპერიო), რაკიტიჩი, ვიტოლო - ბაკა (84. გამეირო)
გაფრთხილება: ხაუმე კოსტა, გაბრიელ პაულისტა, ხ. პერეირა - კარიკო, კოკე, იბორა, ბეტუ
გაძევება: კალა (86. სევილია)
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 13-24; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13-12 (5-4); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 16 000

ბეტისი-ალმერია 0:1
გოლი: 0:1 აზიზი (4)
ბეტისი (4-4-2): სარა - ჩიკა (73. სალვა სევილია), პაულაო, ხ. ფიგერასი, დიდაკ ვილა - ვადილიო (49. ხუანფრანი), ლ. რეიესი (73. ნონო), მატილია, ხუან კარლოსი - ხორხე მოლინა, რუბენ კასტრო
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - ნელსონი (58. რაფიტა), ტრუხილიო, ტორსილიერი, დუბარბიერი - აზიზი, ტებარი - ალექს ვიდალი, ვერსა, ელდერ ბარბოსა (65. სორიანო) - ოსკარ დიასი (84. სუსო)
გაფრთხილება: - ელდერ ბარბოსა, ნელსონი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 25-14 (8-7); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 26 500

ატლეტიკო-ლევანტე 3:2
გოლები: 0:1 ივანშიტცი (2), 1:1 გოდინი (30), 2:1 დიეგო კოშტა (47), 2:2 პედრო რიოსი (56), 3:2 დიეგო კოშტა (77-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (64. ადრიანი), ტიაგო, გაბი, არდა თურანი - ვილია (60. რაულ გარსია), დიეგო კოშტა
ლევანტე (5-4-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი (85. ანხელი), ვინტრა, დ. ნავარო, კარაბელასი, ხუანფრანი - ივანშიტცი (34. პედრო რიოსი), სიმაო ჟუნიორი (87. სერჟიუ პინტუ), პ. დიოპი, რუბენ გარსია - ბარალი
გაფრთხილება: გაბი, რაულ გარსია, გოდინი - რუბენ გარსია, კარაბელასი, პედრო ლოპესი, პ. დიოპი, სერჟიუ პინტუ
გაძევება: ხუანფრანი (90. ლევანტე)
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16-8 (6-4); ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 49 000

გრანადა-სოსიედადი 1:3
გოლები: 0:1 ველა (29), 1:1 პიტი (37), 1:2 გრიზმანი (42), 1:3 ველა (64)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ფულკიე, მაინსი, მურილიო, ანგულო - ფრან რიკო, იტურა (67. რიკი), იებდა (49. რესიო) - ბრაჰიმი, პიტი - ელ-არაბი (77. იგალო)
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ი. მარტინესი, ანსოტეგი, ხოსე ანხელი - ბერგარა, რუბენ პარდო (90. ხავი როსი) - ველა, ჩაბი პრიეტო, გრიზმანი (89. სეფეროვიჩი) - აგირეჩე (82. ელუსტონდო)
გაფრთხილება: ბრაჰიმი, რესიო, რიკი - ჩაბი პრიეტო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 23-11 (8-7); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 15 889

ესპანიოლი-ვალიადოლიდი 4:2
გოლები: 1:0 სერხიო გარსია (5-პენ), 2:0 სტუანი (37), 3:0 ვიქტორ სანჩესი (68), 4:0 სტუანი (70), 4:1 ხავი გერა (75), 4:2 ვიქტორ პერესი (89)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - ვიქტორ სანჩესი, დავიდ ლოპესი (57. რაულ როდრიგესი) - სტუანი, სერხიო გარსია, სიმაო (75. ვიქტორ ალვარესი) - ჯ. კორდობა (59. ალექსი)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა (65. დ. ლარსონი), მარკ ვალიენტე, პენია - ა. რუბიო (56. ვიქტორ პერესი), ფ. როსი - ებერტი (21. ო. რამოსი), ოსკარი, ბერგდიხი - ხავი გერა
გაფრთხილება: ვიქტორ სანჩესი, ხავი ფუენტესი, სიმაო - ხესუს რუედა
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 23-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-9 (7-4); ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 15 342

ხეტაფე-ბარსელონა 2:5
გოლები: 1:0 ს. ესკუდერო (10), 2:0 ლისანდრო ლოპესი (15), 2:1 პედრო (34), 2:2 პედრო (41), 2:3 პედრო (43), 2:4 ფაბრეგასი (68), 2:5 ფაბრეგასი (72-პენ)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლისანდრო ლოპესი, ალექსისი, ს. ესკუდერო - ბორხა, მოსკერა - პედრო ლეონი, დიეგო კასტრო (72. პ. სარაბია), ლაფიტა (80. გავილანი) - მარიკა (60. ა. კოლუნგა)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - სერხი რობერტო, ბუსკეტსი (89. ბარტრა), ინიესტა - ა. სანჩესი, ფაბრეგასი (85. ა. სონგი), პედრო (80. ტელიო)
გაფრთხილება: მოსკერა, ლისანდრო ლოპესი, ბორხა, ალექსისი - დანი ალვეში, პიკე, ბუსკეტსი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 26-7; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 12-15 (2-7); ბურთის ფლობა: 28%-72%
მაყურებელი: 9 563

ბილბაო-ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 სან ხოსე (32), 1:1 ა. ბუენო (61), 2:1 მიკელ რიკო (66)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, სან ხოსე, ბალენსიაგა - იტურასპე, მიკელ რიკო - სუსაეტა, ანდერ ერერა (65. იბაი გომესი), მუნიაინი (78. ბენიატი) - ტოკერო (65. ადურისი)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ზე კასტრო (82. ტრაშორასი), მოხიკა - საულ ნიგესი, ადრიანი - ლ. ბანგურა, ხ. ვიერა, ა. პერეა (74. ნ. კასტილიო) - ა. ბუენო
გაფრთხილება: - ტიტო, ადრიანი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 11-21; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 23-13 (9-5); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 36 000

სელტა-ოსასუნა 1:1
გოლები: 0:1 ე. არმენტეროსი (17), 1:1 ა. ფერნანდესი (34)
სელტა (4-3-2-1): იოელი - ჯონი კასტრო, დავიდ კოსტასი, ფონტასი, აურტენეჩე - ბორხა ოუბინია, რაფაელ ალკანტარა, კრონ-დელი (71. ალექს ლოპესი) - ა. ფერნანდესი (83. ბერმეხო), ფ. ორელიანა (64. ნოლიტო) - სანტი მინა
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ფლანიო, ლოტიე, დამია - პუნიალი, ლოლო - სეხუდო, რ. ტორესი (74. ოიერი), ე. არმენტეროსი (78. მანუელი) - ორიოლ რიერა
გაფრთხილება: - დამია, ფლანიო, სეხუდო
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-13 (6-4); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 14 500

ვალენსია-რეალი 2:3
გოლები: 0:1 დი მარია (28), 1:1 პიატი (34), 1:2 კრიშტიანო რონალდო (40), 2:2 მატიო (62), 2:3 ხესე როდრიგესი (82)
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟოაო პერეირა, ვიქტორ რუისი, მატიო, ხუან ბერნატი - ორიოლ რომეუ, პარეხო (84. ბანეგა) - ფეგული, პიატი (80. გუარდადო), კარტაბია (62. კანალესი) - ჟონასი
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა (80. დანი კარვახალი), სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - დი მარია (87. ილიარამენდი), ისკო (73. ხესე როდრიგესი), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა
გაფრთხილება: პიატი, მატიო - ნაჩო, არბელოა
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-12 (5-5); ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 52 000

ბომბარდირები: 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), ხავი გერა (ვალიადოლიდი); 10 - პედრო (ბარსელონა)

მომდევნო ტური
4 იანვარი:
მალაგა-ატლეტიკო, ვალიადოლიდი-ბეტისი, ვალენსია-ლევანტე, ალმერია-გრანადა

5 იანვარი:
სევილია-ხეტაფე, ბარსელონა-ელჩე, ოსასუნა-ესპანიოლი, სოსიედადი-ბილბაო

6 იანვარი:
რეალი-სელტა, ვალეკანო-ვილიარეალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული