2 იანვარს "რეალმა" დოჰაში ამხანაგური მატჩი გამართა ფრანგულ პსჟ-სთან და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე ხესემ გაიტანა.
პარიზული კლუბის ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე 73-ე წუთამდე იყო, მადრიდელთა მთავარმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ კი მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანჩელოტის კითხვები შესაძლებელ ტრანსფერებზე დაუსვეს.
"გუნდს არცერთი მოთამაშე დატოვებს და არც ახლის დამატებას ვაპირებთ. ჩვენთვის ბაზარი დახურულია", - თქვა
შეგახსენებთ, "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, 5 ქულით ჩამორჩება "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს". ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "სამეფო კლუბს" მეტოქეობას გელზენკირხენის "შალკე" გაუწევს.