2 იანვარს "რეალმა" დოჰაში ამხანაგური მატჩი გამართა ფრანგულ პსჟ-სთან და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე სწორედ ხესემ გაიტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ესპანურ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელისგან, კარლო ანჩელოტისგან ნდობას სულ უფრო მეტად გრძნობს.
"ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად ეძლეოდეს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა და აუცილებელია, რომ თამაშის ყოველი წუთი ნაყოფიერად გამოიყენოს.
"რეალში" თამაში იოლი არაა... აქ ბრძოლით უნდა მოიპოვო თამაშის უფლება, მოედანზე კი უნდა ბრწყინავდე.
ვფიქრობ, მე