ზინედინ ზიდანი: არასდროს გავხდები ჟოზე მოურინიოს ასისტენტი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღნიშნა, რომ მოსწონს კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელობის პერიოდში იტალიელ სპეციალისტთან "იუვენტუსშიც" იყო. "რეალში" ანჩელოტის წინამორბედის, ჟოზე მოურინიოს დროს კი ზიდანი სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

"კარლო ანჩელოტისთან ყველაფერი ისე აეწყო, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. მას ტელეფონზე "რეალში" გადაბარგებამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე და უმალვე გავაკეთეთ ჩემი მოვალეობების მონახაზი.

ვერასდროს შევძლებდი იმ სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობას, რომელთან ნაცნობობა არ მაკავშირებს. მაგალითად, ვერასდროს შევძლებ მოურინიოს შტაბში მუშაობას. თანაც, მას უკვე ჰყავდა თანაშემწე",
- აქვეყნებს
ზიდანის ნათქვამს Goal.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული