შეხვედრაში ანგარიში ქარიმ ბენზემამ 67-ე წუთზე გახსნა, რასაც კრიშტიანო რონალდომ დუბლი მოაყოლა (83, 90+3). აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "სელტასთან" კარიერაში მე-400 გოლი მიითვალა.
28 წლის ფეხბურთელმა ამ შედეგს "სპორტინგში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "რეალსა" და პორტუგალიის ნაკრებში გამოსვლისას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ რონალდომ 162 გოლი მარჯვენა ფეხით შეაგდო, 75 - მარცხენათი, 63 პენალტიდან და 38 საჯარიმო დარტყმით.
"სელტასთან" დუბლის წყალობით კრიშტიანო რონალდო ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა