ანხელ დი მარია უცენზურო ჟესტზე: რას ამბობთ, სტადიონზე ჩემი ოჯახი იმყოფებოდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ "სელტასთან" მატჩში (3:0) შეურაცხმყოფელი ჟესტი არ გაუკეთებია გულშემატკივრების მისამართით, რომლებიც მას უსტვენდნენ.

"სამეფო კლუბის" ნახევარმცველმა, რომელიც გარეთ ბეილმა შეცვალა, მოედნის დატოვებისას ხელი სასქესო ორგანოზე მოიკიდა. ბევრმა ეს გულშემატკივრების სტვენისადმი ერთგვარ პასუხად მიიჩნია, ზოგიერთმა - შეცვლაზე მწვრთნელის გადაწყვეტილების გაპროტესტებად.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დიახ, ნამდვილად მესმოდა ტრიბუნებიდან სტვენა, მაგრამ არანაირი ჟესტი არავის მისამართით არ გამიკეთებია. სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, როცა რაიმე ჟესტს აკეთებს, ვერავინ ამჩნევს; მე კი საკმარისია გავინძრე, რომ უმალვე გაზეთების ფურცლებზე ვხვდები.

სტადიონზე ჩემი
ოჯახი იმყოფებოდა და რომც დამეპირებინა მსგავსი, მათი თანდასწრებით ვერ გავაკეთებდი.

ეტყობა ესპანურ პრესას ძალიან არ ვუყვარვარ იმის გამო, ინტერვიუებს რომ არ ვიძლევი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჟურნალისტებს სურთ, კლუბთან ურთიერთობა გამიფუჭონ",
- თქვა დი მარიამ.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდომ "სელტასთან" მატჩში თავისი მე-400 გოლი გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული