"სამეფო კლუბის" ნახევარმცველმა, რომელიც გარეთ ბეილმა შეცვალა, მოედნის დატოვებისას ხელი სასქესო ორგანოზე მოიკიდა. ბევრმა ეს გულშემატკივრების სტვენისადმი ერთგვარ პასუხად მიიჩნია, ზოგიერთმა - შეცვლაზე მწვრთნელის გადაწყვეტილების გაპროტესტებად.
"დიახ, ნამდვილად მესმოდა ტრიბუნებიდან სტვენა, მაგრამ არანაირი ჟესტი არავის მისამართით არ გამიკეთებია. სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, როცა რაიმე ჟესტს აკეთებს, ვერავინ ამჩნევს; მე კი საკმარისია გავინძრე, რომ უმალვე გაზეთების ფურცლებზე ვხვდები.
სტადიონზე ჩემი
ეტყობა ესპანურ პრესას ძალიან არ ვუყვარვარ იმის გამო, ინტერვიუებს რომ არ ვიძლევი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჟურნალისტებს სურთ, კლუბთან ურთიერთობა გამიფუჭონ", - თქვა დი მარიამ.
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდომ "სელტასთან" მატჩში თავისი მე-400 გოლი გაიტანა [VIDEO]