მაგრამ, არანაკლებ ინტერესს იწვევს კვირას დაგეგმილი კიდევ ერთი კატალონიურ-მადრიდული დუელი: "ესპანიოლი"-"რეალი"...
ვინ გახდება პირველი წრის გამარჯვებული
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" ჩემპიონატის პირველი ნახევარი საოცრად კარგად ჩაატარა და ალბათ, მიმდინარე ევროსეზონის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზიც სწორედ "ჩოლოს" შეგირდების ასეთი კარგი ასპარეზობაა - "ატლეტიკო" ჩემპიონატის თანალიდერია და "ბარსელონას" მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება და რაც მთავარია, "როხიბლანკო" მოსისხლე მტერს, მადრიდის "რეალს" უსწრებს.
ლიდერები
გუნდებს დანაკლისი პრაქტიკულად არ აქვთ - "ბარსელონას" ყველა ლიდერი გამოუჯანმრთელდა და ხერარდო მარტინოს საქმე მართლაც ასარჩევად აქვს, დიეგო სიმეონეს კი მხოლოდ მარიო სუარესი არ ეყოლება.
წინა ტურში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო ხუანფრანმა და წესით, მას ეს შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ მადრიდელებმა სააპელაციო კომიტეტს მიმართეს და დაამტკიცეს, რომ იმ ეპიზოდში ყვითელი დიეგო კოშტას უნდა მიეღო და არა ხუანფრანს, რადგან თამაშის წესები სწორედ ფორვარდმა დაარღვია. შესაბამისად, მარჯვენა მცველს ბარათი გაუუქმდა და ის ხვალ მოედანზე იქნება.
წლევანდელ სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ - ესპანეთის სუპერთასზე გამართული ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა და ტიტული კატალონიელებმა მხოლოდ სტუმრად გატანილი მეტი ბურთის წყალობით მოიპოვეს.
საერთოდ, სეზონის დაწყებიდან დღემდე, "ატლეტიკომ" ყველა ტურნირზე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო (0:1 "ესპანიოლთან"), რაც მართლაც ზღაპრული შედეგია.
მადრიდული კლუბი "ბარსასთვის" ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების მიერ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 6 მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.
სხვა მატჩები
"სამეფო კლუბი" კატალონიას ეწვევა და "ესპანიოლს" გამოცდის, რომელმაც 2014 წელი საკმაოდ ცუდად დაიწყო - ხავიერ აგირეს შეგირდებმა ჯერ ჩემპიონატში წააგეს, შემდეგ კი თასზე. კარლო ანჩელოტის გუნდს აქვს შანსი, რომ მინიმუმ ერთ ლიდერთან სხვაობა შეამციროს.
"ელ კლასიკოში" დამარცხების შემდეგ, "რეალს" აგერ უკვე 14 მატჩია არ წაუგია და რევანშის ასაღებად იქნება მომართული. მართალია, მადრიდელებს შარშან "ესპანიოლთან" მარცხი არ განუცდიათ, მაგრამ ამ გუნდების ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც "რეალისთვის" წაგების ტოლფასი იყო.
საინტერესოა, როგორ ითამაშებენ "სევილია" და "სოსიედადი".
ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებლადაც ითვლება. უნაი ემერის შეგირდებმა ბოლო 6 ტურში 16 ქულა მოაგროვეს, "სოსიედადმა" კი ამავე პერიოდში 15 ქულა აიღო. უფრო რთული შეხვედრა ამ უკანასკნელს ელის - "ვილიარეალი" გამარჯვების შემთხვევაში ხომ მე-4 პოზიციაზე დაბრუნების შანსს მიიღებს.
"სევილიაც" ვალენსიის რეგიონს ეწვევა, ოღონდ მისი მეტოქე მოკრძალებული "ელჩე" იქნება, ვისაც ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი აქვს წაგებული.
ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
10 იანვარი
გრანადა-ვალიადოლიდი 4:0
გოლები: 1:0 მურილიო (12), 2:0. 3:0 რესიო (22, 55), ელ-არაბი (78).
11 იანვარი
ბილბაო-ალმერია 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალბისუა - როდრი, ნელსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4 =2 -2 (16:10)
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (8-6) +3 =1 -2 (6-8)
სელტა-ვალენსია 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფონტასი, სამუელ ლორკა - .
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +4 =11 -13 (22:38)
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (7-14) +3 =0 -3 (9-8)
ატლეტიკო-ბარსელონა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიო სუარესი - ოიერი, ჯონათან დოს სანტოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +13 =8 -19 (67:92)
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (17-3) +5 =0 -1 (19-5)
სავარაუდო შემადგენლობები:
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, გაბი, არდა თურანი - ვილია, დიეგო კოშტა
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, ნეიმარი
ელჩე-სევილია 01:00
დისკვალიფიკაცია: დ. ფიგეირაში (სევილია)
ტრავმა: ალვარო ხიმენესი - ა. მორენო, პარეხა, ჩერიშევი, სისინიო
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0 =2 -2 (2:5)
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (4-11) +5 =1 -0 (15-4)
12 იანვარი
ხეტაფე-ვალეკანო 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ლარივეი, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3 =0 -4 (9:11)
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (4-17) +1 =1 -4 (8-15)
ბეტისი-ოსასუნა 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვადილიო, ბ. როდრიგესი, ხავი ტორესი, პერკისი, ნოსა იგიებორი - მანუელი, სისი, ნინო
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +10 =4 -7 (24:28)
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 (4-16) +2 =2 -2 (5-7)
ესპანიოლი-რეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტორიე - ვარანი, ხედირა
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +7 =6 -25 (33:79)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (10-9) +5 =1 -0 (22-5)
ლევანტე-მალაგა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დავიდ ნავარო, სერჟიო პინტუ, ნონგი, ბ. დიავარა - კასადო
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3 =0 -6 (9:10)
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 (4-11) +2 =1 -3 (5-7)
13 იანვარი
ვილიარეალი-სოსიედადი 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კანი, ფარინოსი - დე ლა ბელია, სურუტუსა, გრანერო
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +7 =8 -5 (26:20)
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (12-8) +5 =0 -1 (17-11)
ბომბარდირები:
20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"