9 იანვარს გამართულ მატჩში, რომელიც მადრიდელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს, ჰავბეკი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში წარსდგა, ითამაშა 70 წუთი და მადრიდელთა მეორე გოლის ავტორი გახდა. პირველი გოლი ქარიმ ბენზემამ უკვე მე-19 წუთზე შეაგდო.
"მომწონს ამ ფეხბურთელებთან ერთად თამაში და ამ შემთხვევაში პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. მომწონს ისიც, რასაც ვაკეთებ. ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ და ვიმუშაოთ ყოველდღიურად.
თანაგუნდელების მხარდაჭერისთვის ყოველთვის მადლობელი
ძალიან გვჭირდებოდა გოლი, რათა პამპლონაში, საპასუხო მატჩის გასამართად მშვიდად წავსულიყავით. ამჟამინდელი ანგარიში ძალიან სახიფათოა", - აქვეყნებს ფეხბურთელის ნათქვამს Marca.