კარლო ანჩელოტი: კრიშტიანო რონალდოს გოლის შემდეგ "ოსასუნას" გაუჭირდა [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ოსასუნასთან" (2:0) ესპანეთის თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მეტოქემ მატჩი ისე დაიწყო, როგორც ვვარაუდობდით - დინამიკურად და პრესინგით, თუმცა კრიშტიანოს გოლის შემდეგ ძალიან გაუჭირდათ.

თამაშზე კონტროლს არ ვკარგავდით და მეორე გოლიც არ დავაყოვნეთ. დაცვის მხრივ, სოლიდურად გამოვიყურებოდით და ამიტომ შევძელით მეორე გოლის გატანა.

მორატას დაზიანება? არ მგონია, რომ ის სერიოზული იყოს.

კოენტრაოს არ გაუმართლა, მაგრამ ის კარგად თამაშობდა. ის კონცენტრირებული იყო და წითელი ბარათის მიღებამდე შეცდომები არ დაუშვია",
- აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "რეალი" "ესპანიოლს" შეხვდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული