"რეალმა" "ოსასუნას" საპასუხო მატჩშიც 2:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდა. ანგარიში 21-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ გახსნა და ამ წყვილში ყველაფერი გაარკვია.
კი ვთქვით, რომ ანგარიში რონალდომ გახსნა, მაგრამ გოლში მასზე დიდი წვლილი მასპინძელთა მეკარეს, ანდრეს ფერნანდესს მიუძღვოდა - "ოსასუნას" კარი დარაჯმა პორტუგალიელის დარტყმის შემდეგ ზუსტად მისკენ წასული ბურთი მუშტებით იმდენად ცუდად და უცნაურად
მეორე ტაიმში ერთი ბურთი დი მარიამაც გაიტანა, ხოლო ბოლო წუთებზე ფაბიო კოენტრაომ "მოახერხა" და ასეთ თამაშში წითელი ბარათი მიიღო. ახლა პორტუგალიელი 1/4-ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს, რომელშიც "რეალის" მეტოქე "ესპანიოლი" იქნება, რომელმაც მცირე სასწაული მოახდინა - მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე.
მომდევნო ეტაპზე გასასვლელად "ესპანიოლს" ორი გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც ხავიერ აგირეს შეგირდებმა მოახერხეს კიდეც. ვიქტორ ალვარესმა და პიციმ სამწუთიან მონაკვეთში სტუმართა კარი ორჯერ აიღეს და "კორნელია ელ პრატზე" შეკრებილი პუბლიკა უზომოდ გაახარეს. არადა, "ალკორკონს" რომ გაეძლო, "რეალს" სწორედ ის შეხვდებოდა და "სამეფო კლუბს" 2009 წელს განცდილი კოშმარული მარცხისთვის (0:4) რევანშის აღების შანსი მიეცემოდა.
მიკელ რიკოს მორიგი გოლებით იმარჯვა ბილბაოს "ატლეტიკმა", რომელმაც ლა ლიგაში ბოლო ადგილზე მყოფი "ბეტისი" დაამარცხა. ბასკების საყრდენი, ვინც გუნდში ამ სეზონის დაწყების წინ "გრანადადან" მივიდა, საოცრად შედეგიანია - ჩემპიონატში მის ანგარიშზე 5 გოლია, რაც გუნდში საუკეთესო შედეგია. საინტერესოა, რომ წინა სამ სეზონში 36 წლის ნახევარმცველმა "გრანადას" რიგებში პრიმერაში სულ 5 გოლი გაიტანა, თასზე კი თავი ერთხელაც არ გამოუჩენია.
მოკლედ, მიკელ რიკოზეა ნათქვამი, მეორე ახალგაზრდობას განიცდისო.
კიდევ ერთ წყვილში კი ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა - "ლევანტეს" საუკეთესო სნაიპერმა დავიდ ბარალმა კობენიოს კარი დალაშქრა და "ბაყაყები" თასის 1/4-ფინალში ისტორიაში მეორედ გაიყვანა.
ესპანიოლი-ალკორკონი 4:2 (0:1)
გოლები: 0:1 ოსკარ პლანო (4), 1:1 სიმაო (9), 2:1 სერხიო გარსია (23-პენ), 2:2 ხავიტო (80), 3:2 ვიქტორ ალვარესი (83), 4:2 პიცი (86)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხავი ლოპესი, ვიქტორ ალვარესი (87. ე. მორენო), სიდნეი, კაპდევილა - აბრაჰამი, ალექსი (82. ლანსაროტე) - სერხიო გარსია, სტუანი, სიმაო (64. პიცი) - ჯ. კორდობა
მაყურებელი: 10 120
ბილბაო-ბეტისი 2:0 (0:1)
გოლები: 1:0 მიკელ რიკო (22), 2:0 მიკელ რიკო (76)
ბილბაო (4-2-3-1): იაგო - ირაოლა, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მიკელ რიკო (86. გურპეგი) - დე მარკოსი, ანდერ ერერა (76. ბენიატი), იბაი გომესი - ადურისი (66. კიკე სოლა)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ხოსე კარო, ამაია, ჩიკა, დიდაკ ვილა - მატილია, ლ. რეიესი (71. პერკისი) - ხუან კარლოსი, სალვა სევილია (62. რუბენ კასტრო), ლეო ბაპტიშტაო (75. ჩული) - ხორხე მოლინა
გაფრთხილება: ადურისი - ამაია, სარა
მაყურებელი: 36 000
ლევანტე-ვალეკანო 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ბარალი (42)
ლევანტე (4-4-2): ხავი ხიმენესი - ნაგორე, ვინტრა, ელ ადუა, კარაბელასი (81. ხუანფრანი) - ელ ჟარი (90. ნონგი), კამარასა, სერჟიუ პუნტუ, პედრო რიოსი (86. სუმეტრა) - ანხელი, ბარალი
ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - მარიო გომესი, გალვესი, გალეანო (75. ა. ბუენო), ნაჩო მარტინესი - ბაენა, საულ ნიგესი - ადრი ემბარბა, ადრიანი, იაგო ფალკე (82. რუბენ რამირო) - ნ. კასტილიო (46. ლარივეი)
გაფრთხილება: ბარალი, ნაგორე, ელ ჟარი - გალეანო, იაგო ფალკე, გალვესი
მაყურებელი: 7 500
ოსასუნა-რეალი 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 კრიშტიანო რონალდო (21), 0:2 დი მარია (55)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - ოიერი, ფლანიო, ლოტიე, ორიოლი (65. სატრუსტეგი) - ლოე, პუნიალი - სეხუდო (61. ხოსე გარსია), დე ლას კუევასი (80. ორიოლ რიერა), რ. ტორესი - ხ. აკუნია
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ჩაბი ალონსო (64. კაზემირო), ილიარამენდი - დი მარია, ისკო, კრიშტიანო რონალდო (62. ბეილი) - ხესე როდრიგესი (68. მორატა)
გაფრთხილება: ორიოლ რიერა, ოიერი, ლოე, რ. ტორესი - არბელოა, ფ. კოენტრაო
გაძევება: ფ. კოენტრაო (84. რეალი)
მაყურებელი: 10 403
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: კრიშტიანო რონალდოს გოლის შემდეგ "ოსასუნას" გაუჭირდა [VIDEO]