მადრიდის "რეალის" სტადიონს "კოკა-კოლა ბერნაბეუს" არქმევენ

AutoSharing Option
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი "კოკა-კოლა" მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას წელიწადში 80 მილიონ ევროს სთავაზობს, თუკი სტადიონის "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელწოდებაში "კოკა-კოლას" შეტანის უფლებას მიიღებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები მსგავსი გარიგების დადებას კომპანია "მაიკროსოფტთან" აპირებდნენ, თუმცა საბოლოოდ მხარეები თანამშრომლობაზე ვერ შეთანხმდნენ. კომპანია მისი სახელის სტადიონისთვის დარქმევაში 50 მლნ-ს იხდიდა.

"სამეფო კლუბი" და მისი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კარგა ხანია ეძებენ სპონსორს, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციაში ფულს ჩადებს. ხარჯები, წინასწარი გათვლებით, 350-იდან 550 მილიონ ევრომდე განისაზღვრება.

"სამეფო კლუბის" 13 სპონსორიდან ერთ-ერთი "კოკა-კოლაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული