კარლო ანჩელოტიმ კარიერაში მე-500 მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში მადრიდის "რეალმა" სტუმრად სევილიაში, 5:0 გაანადგურა აუტსაიდერი "ბეტისი".

მე-10 წუთზე კრიშტიანო რონალდომ ყუმბარისებული დარტყმით გახსნა ანგარიში. ამის მერე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის დრო დადგა - გარეთ ბეილმა დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

ანგარიში გამანადგურებელი ქარიმ ბენზემამ გახადა ლუკა მოდრიჩის პასით. ეს ფრანგის მე-100 გოლი იყო "რეალის" მაისურით.

62-ე წუთზე კუთხურის გათამაშებას ანხელ დი მარიას შორეული დარტყმა მოყვა. ბოლოს "რეალმა" შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა, კრიშტიანო რონალდომ საგოლე პასი მაკრატელათი შეასრულა, გოლი კი ალვარო მორატამ გაიტანა.

მადრიდის "რეალს" 50 ქულა
გაუხდა და გაუთანაბრდა "ბარსელონას" და "ატლეტიკოს", რომელთაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ. ეს მოგება კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში მე-500 იყო. ამისთვის იტალიელ სპეციალისტს 878 მატჩის გამართვა ეყო.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ბეილმა შესანიშნავად ითამაშა, თუმცა იგივეს თქმა ნებისმიერ რეალელზე შეიძლება. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოგვივიდა. პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. მეტი სივრცე გაგვიჩნდა, "ბეტისი" უტევდა და ამით ჩვენ საპასუხოდ მეტი შანსი გვექმნებოდა. საერთო ჯამში, კარგად ვითამაშეთ - უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული