სანდრო როსელი გადადგა! - "ბარსელონას" პრეზიდენტი ნეიმარის ტრანსფერს შეეწირა

AutoSharing Option
დიახ, სანდრო როსელი "ბარსელონას" პრეზიდენტი აღარ არის. 49 წლის ადვოკატმა და ბიზნესმენმა 23 იანვარს დირექტორთა საბჭოს სხდომა მოიწვია და თანამდებობიდან გადადგომის სურვილის შესახებ ამცნო.

"ბარსელონას" რიგით 39-ე პრეზიდენტმა პოსტის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლომ "ნეიმარის საქმის" გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებს აქვთ ეჭვი, რომ კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარში არა 57, არამედ 95 მილიონი ევრო გადაიხადა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, როსელს 1-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მართალია, მან ყველა ბრალდება უარყო, მაგრამ მაინც დატოვა პოსტი, რომელიც 2010 წელს, ჟოან ლაპორტას შემდეგ
დაიკავა და წესით, პრეზიდენტის სავარძელში კიდევ ორი წელი უნდა მჯდარიყო.

კატალონიური კლუბის დროებითი მმართველი კი ხოსე მარია ბარტომეუ გახდა. ვიცე-პრეზიდენტი ამ პოსტს იქამდე დაიკავებს, სანამ ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება, რომლის თარიღიც ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბაააააა
sportlegenda
16:06 24-01-2014
0
აუ ამათი ყველგან აფერისტები არიან რა.
barca
11:56 24-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული