ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური: "რეალის" რეკორდი და ბრწყინვალე "ბილბაო" [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის წლევანდელი სეზონის მონაწილე გუნდები შეგვიძლია რამდენიმე კატეგორიად დავყოთ: 1. სამეული, რომელიც თითქმის ყველას მარტივად უგებს; 2. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები, რომლებიც შინ თითქმის ყველას ამარცხებენ; 3. დანარჩენები, რომელთა მატჩები როგორ დასრულდება, კაციშვილმა არ იცის და "ვოვოჩკა", ანუ "ბეტისი".

ზედიზედ მეშვიდე
მადრიდის "რეალმა" მორიგი საკლუბო რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია. 2014 წელს "სამეფო კლუბმა" ყველა მატჩი მოიგო, მეტოქეთა კარში 16 გოლი გაიტანა, ხოლო საკუთარი ყველა შემთხვევაში მშრალად შეინახა.

"გრანადასთან" შეხვედრის წინ
კრიშტიანო რონალდო "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი მაყურებლის წინაშე "ოქროს ბურთით" წარსდგა, გულშემატკივრებმა კი ტრიბუნაზე "CR7" გამოსახეს. პორტუგალიელმა მადრიდელთა ქომაგებს იმედები არ გაუცრუა და "რეალისთვის" რთულად მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში 56-ე წუთზე გახსნა, მატჩის მეორე გოლი კი ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ ანდალუსიელები თავს საკმაოდ კარგად იცავდნენ, რის გამოც სტუმართა კარს საფრთხე მხოლოდ სტანდარტულებიდან თუ ემუქრებოდა. პირველ ტაიმში რონალდოს რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მათ შორის ერთი მის "მაკრატელას" მოჰყვა; ბენზემამ კი სულაც გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. რობერტოს კარის აღება "სამეფო კლუბის" მოთამაშეებმა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს და "ბერნაბეუზე" შეკრებილი 73 ათასი მაყურებელი დაამშვიდეს.

ლუკას ალკარასის შეგირდებმა გაბრძოლება კი სცადეს, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ქარიმ ბენზემამ სტუმრებს ბრძოლის ჟინი დაუცხრო.

თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ ყურადღება ისევ "ბალანსზე" გაამახვილა. "ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდი დაბალანსებულია - თავსაც კარგად იცავს და შეტევაშიც კარგად მოქმედებს. მომატება ყოველთვის შეგვიძლია. გუნდმა უფრო სწრაფად უნდა ითამაშოს, მაგრამ მთავარი მაინც ბალანსია," - განაცხადა იტალიელმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოულოდნელი შედეგები
როგორც აღვნიშნეთ, პრიმერას მატჩების უმეტესობის საბოლოო შედეგის წინასწარმეტყველება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ესპანეთის ჩემპიონატში სენსაციები საკმაოდ ხშირად ფიქსირდება და გამონაკლისი არც 21-ე ტური ყოფილა. დიდი სამეულის გარდა, სტაბილურად კარგად ასპარეზობა ყველასთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

მაგალითად, ავიღოთ "სევილია", რომელსაც 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, თანაც, ამ პერიოდში უნაი ემერის გუნდმა "ბილბაოსთან", "ვილიარეალთან" და "ატლეტიკოსთან" ითამაშა. 21-ე ტურში კი ანდალუსიელები შინ "ლევანტესთან" დამარცხდნენ, თანაც, მატჩის მიმდინარეობისას მეტოქეს ორჯერ უგებდნენ. მორიგი გოლი გაიტანა ივან რაკიტიჩმა, ვისთვისაც ეს ბურთი სეზონში მე-10 იყო. 58-ე წუთზე ხორვატმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ შეცდომა ზუსტად 10 წუთში გამოასწორა.

ყველაფერი კი 4-წუთიან მონაკვეთში შეიცვალა - 71-ე და 75-ე წუთებზე სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. აუცილებლად აღსანიშნავია ლუკას ვინტრას მიღწევა - ბერძენმა წინა ტურში "ბარსელონას" კარი აიღო, ამჯერად კი "სევილიას" გაუტანა. არადა, მანამდე, "ლევანტეს" რიგებში ჩატარებულ 30 შეხვედრაში მას თავი არ გამოუჩენია.

შეხვედრის ბოლო წუთებზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. არბიტრმა ჯერ ნიკოს კარაბელასი გააძევა, რამდენიმე წამში კი მის გზას ხაირო სამპერიოც გაუყვა. საინტერესოა, რომ "სევილიამ" მეტოქეს ზედიზედ მეექვსედ ვერ მოუგო - უკანასკნელად "ბაყაყები" ანდალუსიელებმა 2011 წელს დაამარცხეს.

დამარცხდა "ვილიარეალიც", ვინც "ვალიადოლიდთან" ვერაფერი გააწყო. ბოლო სამ წელიწადში თავისი პირველი გოლი გაიტანა ხესუს რუედამ, ვინც ფაუსტო როსის გადაცემით იხეირა. აქაც ისტორია გამარჯვებულის მხარეს იყო - "ვალიადოლიდმა" მეტოქესთან შინ ჩატარებული მე-10 მატჩიდან მე-7 მოიგო, "ხოსე სორილიაზე" ერთადერთი გამარჯვება კი "ვილიარეალმა" 2010 წელს მოიპოვა.

14 მატჩი მოგების გარეშე
"ბეტისს" ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა - სევილიელებმა, გაბრიელ კალდერონის ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი ჩაატარეს და ვიგოში 2:4 წააგეს. ლა ლიგაში "ვერდიბლანკოსს" უკვე 14 ტურია, არ უმარჯვია, თანაც, აქედან მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა ფრედ (ბურთების სხვაობა: 11-40). სტუმართა მხრიდან დუბლი რუბენ კასტრომ შეასრულა, მასპინძელთაგან კი საუკეთესო შარლესი (ან ჩარლზი, როგორც გენებოთ) იყო, ვინც გოლის გარდა, აქტივში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბასკური დერბი
ნავარის რეგიონში ბასკური დერბი გაიმართა: "ოსასუნამ" "ბილბაოს" უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა. სტუმრები უკვე მესამე წუთზე მარკელ სუსაეტას გოლით დაწინაურდნენ. მართალია, პამპლონელებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს, მაგრამ ბილბაოელები ისევ წინ გავიდნენ - გოლი არიც ადურისმა გაიტანა, ვინც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა, შეხვედრის ბოლოსკენ კი საგოლე პასიც გააკეთა. ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა იბაი გომესმა, რომლის ანგარიშზეც უკვე 7 გოლია. წერტილი კი "ოსასუნას" ყოფილმა ფეხბურთელმა კიკე სოლამ დასვა, რომელმაც "ატლეტიკის" რიგებში თავისი პირველი ბურთი მაინცდამაინც "რეინო დე ნავარაზე" გაიტანა.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია - "ატლეტიკმა" ბოლო 8 ტურში მე-7 გამარჯვება მოიპოვა და "ვილიარეალს" უკვე ხუთი ქულით გაასწრო.

დუეტმა კვლავ იმარჯვა
"ატლეტიკომ" "რაიო ვალეკანოს" 4:2 მოუგო და "რეალი" ისევ ჩამოიტოვა. დუბლი შეასრულა არდა თურანმა, ვინც "ვალეკანოს" კარი პირველ წრეშიც დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ მეტი ბურთი თურქ ფეხბურთელს ამ სეზონში არც გაუტანია. ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა დიეგო კოშტამ, ვინც კრიშტიანო რონალდოს უკვე სამი გოლით ჩამორჩება. აღსანიშნავია საულ ნიგესის უიღბლობაც - "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ესპანელ მოთამაშედ მიიჩნევა, სწორედ კოშტასთან ორთაბრძოლაში მიითვალა ავტოგოლი.

ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "ბარსელონამ", რომელმაც შინ "მალაგას" აჯობა. კვლავ არ გაუტანია ლიონელ მესის, ვინც პრიმერაში ბოლოს თავი 28 სექტემბერს გამოიჩინა. არგენტინელი საგოლე პასით დაკმაყოფილდა, ვილი კაბალიეროს კარის ბადე კი პიკემ და გუნდის საუკეთესო ბომბარდირებმა, პედრომ და ალექსის სანჩესმა შეარხიეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. XXI ტური


სელტა-ბეტისი 4:2
გოლები: 0:1 რუბენ კასტრო (17), 1:1 ფ. ორელიანა (22), 2:1 შარლესი (31), 3:1 ფ. ორელიანა (29), 4:1 ნოლიტო (73), 4:2 რუბენ კასტრო (78)
სელტა (4-3-2-1): იოელი - უგო მალიო, დავიდ კოსტასი, ფონტასი, ჯონი კასტრო - ალექს ლოპესი (68. ნოლიტო), ბორხა ოუბინია, რაფაელ ალკანტარა - კრონ-დელი (76. მადინდა), ფ. ორელიანა - შარლესი (90. ბერმეხო)
ბეტისი (4-2-3-1): სარა - ხუანფრანი, პაულაო (46. ხ. ფიგერასი), ამაია, ნაჩო - ლ. რეიესი, ნონო (69. მაბვატი) - ლეო ბაპტიშტაო (63. ხორხე მოლინა), ვერდუ, სალვა სევილია - რუბენ კასტრო
გაფრთხილება: კრონ-დელი, ფ. ორელიანა - სალვა სევილია, ნონო, რუბენ კასტრო
გაძევება: მაბვატი (90. ბეტისი)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10-13 (5-5); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 18 957

რეალი-გრანადა 2:0
გოლები: 1:0 რონალდო (56), 2:0 ბენზემა (74)
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - დანიელ კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, მოდრიჩი - ბეილი (46. ხესე როდრიგესი), დი მარია (83. ილიარამენდი), კრიშტიანო რონალდო - ბენზემა (78. ისკო)
გრანადა (4-3-2-1): რობერტო - ნიომი, მაინსი, მურილიო (81. კოფი), ანგულო - ფატაუ, იტურა, რესიო (71. მ. პერეირა) - პიტი (81. ბუონანოტე), ბრაჰიმი - ელ-არაბი
გაფრთხილება: სერხიო რამოსი, ბენზემა, მოდრიჩი, დი მარია - მურილიო, იტურა
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 23-8 (8-2); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 73 874

ვალიადოლიდი-ვილიარეალი 1:0
გოლი: 1:0 ხესუს რუედა (40)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დიეგო მარინიო - რუკავინა, ხესუს რუედა, ს. მიტროვიჩი, პენია - ა. რუბიო, ფ. როსი (76. ვიქტორ პერესი) - დ. ლარსონი (83. მანუჩო), ოსკარი, რამა (76. ო. რამოსი) - ხავი გერა
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, დორადო, ხაუმე კოსტა - ხ. აკინო, პინა (57. ტრიგეროსი), ბრუნო, მოისესი (57. ხ. პერეირა) - ჯოვანი დოს სანტოსი (63. პერბე), ი. უჩე
გაფრთხილება: პენია, ა. რუბიო, ხავი გერა, რუკავინა - .
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 8-4 (2-2); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 13 817

ვალენსია-ესპანიოლი 2:2
გოლები: 0:1 ჯ. კორდობა (3), 1:1 პაკო ალკასერი (7), 2:1 ჟონასი (32), 2:2 სერხიო გარსია (45-პენ)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟოაო პერეირა, რ. კოშტა, მატიო, გუარდადო - დანი პარეხო (74. კანალესი), ორიოლ რომეუ - ჟონასი, ბანეგა (62. მიჩელი), პ. პიატი - პაკო ალკასერი (82. პაბონი)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - ხავი ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო, ხუან ფუენტესი - სტუანი, ვიქტორ სანჩესი, აბრაჰამი (90. რაულ როდრიგესი), სიმაო (88. ვიქტორ ალვარესი) - სერხიო გარსია, ჯ. კორდობა (80. ალექსი)
გაფრთხილება: ორიოლ რომეუ, მატიო, ჟონასი - .
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-9 (5-2); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 35 000

სევილია-ლევანტე 2:3
გოლები: 1:0 კოკე (26), 1:1 ბარალი (30-პენ), 2:1 რაკიტიჩი (68), 2:2 ვინტრა (71), 2:3 სიმაო ჟუნიორი (75)
სევილია (4-4-2): ბეტუ - კოკე, ფასიო, პარეხა, ფ. ნავარო (64. დიოგო ფიგეირაში) - ხ. რეიესი (72. მარინი), დანიელ კარისო, რაკიტიჩი, ვიტოლო (80. ხაირო სამპეირო) - გამეირო, ბაკა
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - პედრო ლოპესი (61. კამარასა), ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი - სიმაო ჟუნიორი, პ. დიოპი - რუბენ გარსია (46. ელ ჟარი), ივანშიტცი (82. ელ ადუა), კარაბელასი - ბარალი
გამოუყენებელი პენალტი: რაკიტიჩი (58. სევილია)
გაფრთხილება: დანიელ კარისო, პარეხა, ფასიო - ვინტრა, სიმაო ჟუნიორი, ელ ჟარი
გაძევება: კარაბელასი (90+1. ლევანტე), ხაირო სამპერიო (90+2. სევილია)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 28-7 (10-6); ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 29 302

ალმერია-ხეტაფე 1:0
გოლი: 1:0 ზონგო (49)
ალმერია (4-2-3-1): ესტებანი - რაფიტა, ტორსილიერი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ტებარი, აზიზი - სუსო (78. ელდერ ბარბოსა), სორიანო (70. ოსკარ დიასი), ალექს ვიდალი - ზონგო (90. კორონა)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ა. აროიო, ლისანდრო ლოპესი, რაფა, ს. ესკუდერო (61. რ. ლაგო) - მოსკერა (66. ლაფიტა), მიჩელი (71. ლასენი) - პედრო ლეონი, პ. სარაბია, დიეგო კასტრო - მარიკა
გაფრთხილება: ტებარი, დუბარბიერი - პ. სარაბია, ლასენი
კუთხური: 10-12; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-16 (4-5); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 9 700

ოსასუნა-ბილბაო 1:5
გოლები: 0:1 სუსაეტა (3), 1:1 ე. არმენტეროსი (10), 1:2 ადურისი (16), 1:3 ადურისი (62), 1:4 იბაი გომესი (84), 1:5 კიკე სოლა (88)
ოსასუნა (4-2-3-1): ანდრეს ფერნანდესი - მარკ ბერტრანი, ლოტიე, არიბასი, დამია - ლოლო (67. პუნიალი), ფ. სილვა (80. რობერტო ტორესი) - სეხუდო (35. ხ. აკუნია), დე ლას კუევასი, ე. არმენტეროსი - ორიოლ რიერა
ბილბაო (4-1-4-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, სან ხოსე, ბალენსიაგა - იტურასპე (75. ლაპორტი) - სუსაეტა (80. იბაი გომესი), ანდერ ერერა, მიკელ რიკო, მუნიაინი - ადურისი (85. კიკე სოლა)
გაფრთხილება: ლოტიე, ფ. სილვა, ხ. აკუნია, არიბასი - იტურასპე, ადურისი, გურპეგი, ბალენსიაგა
გაძევება: არიბასი (76. ოსასუნა)
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 24-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-18 (1-9); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 14 318

ვალეკანო-ატლეტიკო 2:4
გოლები: 0:1 ვილია (8), 0:2 არდა თურანი (30), 1:2 ხ. ვიერა (40), 1:3 არდა თურანი (44), 1:4 საულ ნიგესი (75-საკ. კარში), 2:4 ლარივეი (76)
ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - არბილია, ტიტო, საულ ნიგესი, ნაჩო მარტინესი - რაულ ბაენა (76. ნ. კასტილიო), ტრაშორასი - ლ. ბანგურა (57. რუბენ როჩინა), ა. ბუენო, ხ. ვიერა (83. იაგო ფალკე) - ლარივეი
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხავი მანკილიო, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ხ. სოსა (61. ოლივერ ტორესი - 65. კ. როდრიგესი), კოკე, გაბი, არდა თურანი - ვილია (80. რაულ გარსია), დიეგო კოშტა
გამოუყენებელი პენალტი: ხ. ვიერა (12. რაიო ვალეკანო)
გაფრთხილება: რაულ ბაენა, საულ ნიგესი - ხავი მანკილიო
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 13-14 (6-6); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 10 644

ბარსელონა-მალაგა 3:0
გოლები: 1:0 პიკე (40), 2:0 პედრო (55), 3:0 ა. სანჩესი (61)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი (78. სერხი რობერტო), ფაბრეგასი - ა. სანჩესი (87. აფელაი), მესი, პედრო (61. ტელიო)
მალაგა (4-3-2-1): ვ. კაბალიერო - ანხელერი, სერხიო სანჩესი, ფლავიო, ანტუნეში - ტისონე (81. სერხი დარდერი), ი. კამაჩო, პ. პერესი (66. პ. მორალესი) - ხუანმი, დუდა - სანტა კრუსი (25. პავლოვსკი)
გაფრთხილება: პიკე - პ. პერესი, დუდა, ფლავიო
კუთხური: 15-2; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 23-4 (10-2); ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 56 355

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

27 იანვარი
სოსიედადი-ელჩე 01:00

ბომბარდირები: 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ხავი გერა (ვალიადოლიდი); 10 - ივან რაკიტიჩი (სევილია), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

მომდევნო ტური
31 იანვარი:
გრანადა-სელტა
1 თებერვალი:
ბარსელონა-ვალენსია, ლევანტე-რაიო ვალეკანო, ხეტაფე-ვალიადოლიდი, მალაგა-სევილია
2 თებერვალი:
ელჩე-ალმერია, ბეტისი-ესპანიოლი, ატლეტიკო-სოსიედადი, ბილბაო-რეალი
3 თებერვალი:
ვილიარეალი-ოსასუნა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული